სააკაშვილი - ჩვენი შეცდომაა, რომ ყოფილი "გაიშნიკი" მუშაობდა სისტემაში, გაყიდა ინფორმაცია და გაიქცა

სააკაშვილი - ჩვენი შეცდომაა, რომ ყოფილი "გაიშნიკი" მუშაობდა სისტემაში, გაყიდა ინფორმაცია და გაიქცა

ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის აღშფოთებას და ვუერთდები, ვინც არის შეძრწუნებული და გააფთრებული იმის გამო, რაც ტელევიზიით იხილა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად სამხედროებთან და მათი ოჯახის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ყველაფრის წარმოდგენაც კი არ შეეძლო.

სააკაშვილის თქმით, მომხდარზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის, რადგან ეს მათ დაუშვეს.

"ჩვენ დავუშვით, რომ ყოფილი "გაიშნიკი" მუშაობდა სისტემაში, როგორც ბევრი სხვა ტიპაჟი. ძნელია ამათ ადამიანები უწოდო, რომელსაც ჰქონდა ისტორია ორგანიზებულ დანაშაულთან შეკვრის. დავუშვით, რომ ასე დაუსჯელად ემოქმედა, გაეკეთებინა, გაეყიდა ეს ინფორმაცია და შემდეგ საერთოდ გაქცეულიყო. ერთი მთავარი გაიქცა. ეს არის ხელისუფლების ძალიან დიდი მინუსი, მაგრამ არ არის საბაბი, იმისათვის რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნონ იქ საიდანაც ჩვენი ქვეყნა გამოვიყვანეთ, თუმცა კუდები როგორც ჩანს ჩაგვრჩენია უკან", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მისი იუსტიციის მინისტრობისას პატიმრებს ოჯახის წევრები კვებავდნენ, ახლა ეს და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა მოიხსნა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ახალი მინისტრი დანიშნა და ამ სფეროში ყველაფერს შეცვლის.

"იმ მიღწევებს, რაც არის შევინარჩუნებთ, მიღწევები და განვითარებები მართლაც იყო. მაგრამ იმან, რაც მოხდა, პრაქტიკულად ყველაფერს გადაუსვა ხაზი ჩემს თვალშიც და საზოგადოების თვალშიც. ყველას მივმართავ არ გამოიყენოთ ადამიანების ბედი ვინც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური თამაშებისთვის",-დასძინა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა