მიხეილ სააკაშვილი - რეალურად მოხდა სისტემური მარცხი

მიხეილ სააკაშვილი - რეალურად მოხდა სისტემური მარცხი

რეალურად მოხდა სისტემური მარცხი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

"თქვენ გუშინ ამბობდით, რომ შემსრულებლებმა დავალება პატიმრებისგან მიიღეს. ბოდიში, მაგრამ ეს რაზე მეტყველებს, რა მდგომარეობაა ციხეებში. კანონიერი ქურდები ვეღარ მართავენ, სამაგიეროდ რა ხდება შიგნით. ამიტომ ჩვენი პასუხი ბევრად უფრო მასშტაბური უნდა იყოს, ვიდრე ამ ხალხის დაჭერა", - მიმართა სააკაშვილმა ძალოვანებს.

მისი თქმით, პირველ რიგში, სისტემა მთლიანად უნდა გადაიხედოს.

"დაგვრჩა ბოლო ნაწილობრივ რეფორმირებული სტრუქტურა სახელმწიფო აპარატში. ყველა ორგანო ფუნდამენტურად გამოვცვალეთ - პოლიცია, საგადასახადო, საბაჟო და ასე შემდეგ. ეს იყო ერთადერთი, სადაც მიუდავად იმისა, რომ კალმახელიძემ ბევრი რამე შემოიღო, თურმე მთავარ ცენტრში ხდებოდა ის, რაც ხდებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთავარი, რაც ამ სისტემაში იყო, "ისეთივე საზიზღარ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც ძველ დროს", აქედან გამომდინარე, ეს სისტემა უნდა გაუქმდეს და ახალი ჩამოყალიბდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა