22 მაისი 2012 სამშაბათი - 18:35
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:12 / 09-09-2010
რუსეთის საგარეო უწყება - გაერო-ს რეზოლუციას ისედაც რთულად მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებზე შესაძლოა, გართულებები მოჰყვეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს 64-ე ასამბლეის რეზოლუციას კონტრპროდუქტიულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას , მათ დასავლელ პარტნიორებს, ადრე თუ გვიან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამიოუკიდებლობის აღიარება მოუწევთ.

"საქართველოს მიერ ინიცირებულ ინიციატივას გაერო-ს წევრი ქვეყნების მეოთხედზე ოდნავ მეტმა დაუჭირა მხარი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ქართული მხარის თეზის, თითქოს თბილისის ინიციატივას უნივერსალური მხარდაჭერა ჰქონდა", -  ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, მიღებულ დოკუმენტს არაფერი აქვს საერთო გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული დახმარების მიზნებთან და არ უწყობს ხელს პრობლემის მოწესრიგებას.
"ცხადია, პროექტის ავტორებს რეზოლუციის შედგენის დროს არ გაუთვალისწინებიათ არსებული რეალიები, კერძოდ ის, რომ რეგიონში უკვე ორი წელია, არსებობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამ რეალობასთან, როგორც საქართველოს ხელმძღვანელობას, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მათ მფარველებს შეგუება მოუწევს", _ აღნიშნულია განცხადებაში.

რუსულმა მხარემ ამ ტენდენციური რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ვინაიდან რეზოლუციის სახელწოდებაშიც კი, იგნორირებულია რეალურად არსებული ვითარება და აფახზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებად მოიხსენიება, სადაც გადაადგილებულ პირებს დაბრუნების უფლება აქვთ. საქართველოს რეჟიმი ჰუმანიტარული სიუჟეტის გაბერვას ცდილობს და სულაც არ ფიქრობს, არც ათასობით ქართველზე და არც - აფხაზებსა და ოსებზე.
"როცა ქართული მხარე უარს ამბობს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც მას ძალის გამოუყენებლობას იურიდიულად აკისრებს, დემაგოგიურად გამოიყურება ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარის მოწოდებები მყარი მშვიდობისა და ნდობის აღდგენისათვის ეფექტური ფორმების მოსაძიებლად",-აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსული მხარე მიიჩნევს, რომ 64-ე ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას შესაძლოა, გართულებები მოჰყვეს ისედაც რთულად მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც ერთადრეთი ფორმატია, რომლის დროსაც ქართული, აფხაზური და ოსური მხარის წრამომადგენლებს პირდაპირი დიალოგის, ჰუნამიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერების საშუალება აქვთ.

"თბილისის მცდელობა, ამ პროცესში გენერალური ასამბლეა ჩართოს, ხელს არ შეუწყობს პრაქტიკულ საქმიანობისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას, აფხაზურ და სამხრეთოსურ მხარეებთან ნდობის აღდგენას და დევნილთა პრობლემების საკითხებში თანამშრომლობას",- მიიჩნევენ მოსკოვში.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 7 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
18:16 / 22-05-2012  Image ასე ამბობდა პიკასო
ადამიანთა შორის უფრო მეტი ასლია, ვიდრე ორიგინალი
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა