22 მაისი 2012 სამშაბათი - 18:20
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:10 / 02-09-2010
ვის და რატომ დაითხოვენ ხელისუფლებიდან?
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სატელევიზიო მართვას კვლავაც წარმატებით განაგრძობს. ვიდეოკამერების წინ იხსნებიან თუ ინიშნებიან მინისტრები, მათი უმრავლესობა პრეზიდენტის მადლობით "ხელდამშვენებული" მიდის ხელისუფლებიდან, თუმცა რიგ შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ პრეზიდენტს ეს მადლობა უკან მიაქვს ხოლმე, თუმცა ეს, იმ ნამინისტრალების გარდა, ბევრს არ ახსოვს.

ამჯერად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობიდან ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის აწ უკვე ყოფილი მინისტრი სანდრო კვიტაშვილი გაისტუმრეს. რა თქმა უნდა, მადლობითა და ქება-დიდებით. ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოყოლებული, ლაპარაკობდნენ, რომ შემოდგომის დადგომისთანავე სანდრო კვიტაშვილს თანამდებობის დატოვება მოუწევდა. ამის მიზეზად ვინ კვიტაშვილის სახელისუფლებო დაჯგუფებებისგან დამოუკიდებლობას ასახელებდა, ვინ - პრეზიდენტის მიერ პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესყიდვის ინიციატივას.

გავრცელებული ინფორმაციით, შესყიდული ჩინური კომპიუტერები ბავშვების ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს, თუმცა ამის გადამოწმება ვერ ხერხდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კვიტაშვილი თითქოს წინააღმდეგი იყო ამ კომპიუტერების სკოლაში შეტანის, შესაბამისად, ამიტომაც გაუშვეს ხელისუფლებიდან.

ფაქტია, კვიტაშვილი დღეს უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებს, თუმცა როგორც ამბობენ, ამ თანამდებობაზე ყოფნა დიდხანს არ მოუწევს. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც კვიტაშვილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მან საინტერესო განცხადება გააკეთა: "რექტორობა ჯერ არ გადამიწყვეტია, რექტორის არჩევნები დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება და მოსაფიქრებლად საკმარისი დრო მაქვს".

როგორც ჩანს, კვიტაშვილი რექტორის მოვალეობას შეასრულებს, მაგრამ ამასობაში იფიქრებს, რადგან გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატი შეარჩიოს, მით უფრო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კვიტაშვილის წინამორბედი, ისტორიკოსი ნუგზარ სურგულაძე აკადემიურმა საბჭომ 14 დღის წინ დანიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად და საკმაოდ სწრაფად გაისტუმრა კიდეც. უკვე ასახელებენ რექტორობის შესაძლო კანდიდატებსაც, ყველაზე ხშირად გაბაშვილების გვარი ისმის. შეგახსენებთ, მამა კოტე გაბაშვილი ამჟამად საქართველოს ელჩია იტალიაში, შვილი - გოკა გაბაშვილი კი პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტს თავკაცობს. ვინ დაიკავებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სავარძელს, უახლოეს ერთ კვირაში გაირკვევა.

ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა სახელდება - ამჟამად ამავე უწყების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი გიორგობიანისა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიასი. ლაპარაკი არ წყდება უახლოეს მომავალში განსახორციელებელ სამთავრობო ცვლილებებზე. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერილი ჰქონდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას. თუმცა ამ ინფორმაციას ორივე მინისტრი და პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფენ.

განათლების სამინისტროს გარშემო ატეხილ სკანდალსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შესაძლო გადადგომას, პოლიტიკურ კულუარებში შიდაკლანურ დაპირისპირებებს უკავშირებენ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პარლამენტის ოპოზიციურ წრეებში ლაპარაკია, რომ ნიკა რურუას ე.წ. ჩაძირვა, რომელსაც საკმაო გავლენა ჰქონდა პრეზიდენტზე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს სურს, რითაც იგი ერთგვარ "დარტყმას" დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც აყენებს და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილსაც.

რაც შეეხება რურუას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, ამ პროცესის ნაწილი იყო როგორც შს მინისტრის მიერ სოდ-ის ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას ჩამოცილება, რომელიც რურუასთან დაახლოებული პირი იყო, ასევე რურუასთვის ბიზნესწილებში "შეცილებაც". როგორც ამბობენ, ნიკა რურუა, მისი ძმა გიორგი რურუა, ყოფილი ვიცე-მერის, მალხაზ ჩაჩუას შვილი ზაზა ჩაჩუა და ბათურ კვირიკაძე, "ვაკის სოსისების" ქარხანასთან ასოცირდებიან, თუმცა გასულ წელს მათ ქარხნის იჯარით გადაცემამ დეპუტატ არჩილ გეგენავასთვის მოუწიათ. დაახლოებით ერთი თვის წინ, ზაზა ჩაჩუა ე.წ. "მოდულის" შენობაში მიიყვანეს და სოსისების ქარხანაში ბიზნესწილი დაათმობინეს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ "ვაკის სოსისებია" გამარჯვებული თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ანუ ეს კომპანია 5 წლის განმავლობაში მოამარაგებს ჯარს თავისი პროდუქციით.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდა "ვაკის სოსისებისა", ნიკა რურუა, გიორგი რურუა, ზაზა ჩაჩუა და ბათურ კვირიკაძე დედაქალაქში არაერთ რესტორანს ფლობენ, მათ შორის იაპონურ რესტორანს ვაკეში, იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ დაჯგუფებას ამ რესტორნებზეც უჭირავს თვალი. პრესა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად წერდა, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით ნიკა რურუა ოპოზიციაში, კერძოდ, ირაკლი ალასანიას პარტიაში წავიდოდა. ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია, თუმცა, როგორც წესი, ქართულ რეალობაში ასეთი ვარაუდები მართლდება. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, ჩანს, რომ საკმაოდ ცხელი პოლიტიკური შემოდგომა გველის.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"
12:38 / 22-05-2012  Image მამაკაცს, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ სცემა, მომღერალთან პრეტენზიები არ აქვს
მანქანიდან ირაკლი ფირცხალავა გადმოვიდა და  ფრანგული ავტომობილის მძღოლი კეტით სცემა
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა