22 მაისი 2012 სამშაბათი - 18:19
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:30 / 01-09-2010
ევროსაბჭო იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს
ევროსაბჭო იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

როგორც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ გრინვეიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, თუ რა გზებით განხორციელდა ბოლო დროს თბილისში განთავსებული ოთხი დროებითი თავშესაფარი ცენტრდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება.

"მიუხედავად იმისა, რომ დევნილებს საშუალება ჰქონდათ, არჩევანი გაეკეთებინათ განსახლებასა და ფულად კომპენსაციას შორის, ისინი არ იყვნენ ადეკვატურად ინფორმირებულნი გამოსახლების შესახებ და ფლობდნენ მცირე ან არანაირ ინფორმაციას, თუ სად მოხდებოდა მათი შესახლება, რამაც ვერ მისცა მათ საშუალება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისა", - ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

განცხადებაში მითითებულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2009 წლის 1648 -ე რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ბოლოდროინდელი ან უფრო ადრინდელი კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, რათა მიიღონ თავისუფალი გადაწყვეტილება, სურთ თუ არა დაბრუნება, ლოკალურად ინტეგრირება თუ განსახლება ქვეყნის სხვა ნაწილში.

ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რათა იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცეთ სრული მონაწილეობის საშუალება მათი დაბრუნების, განსახლების თუ რეინტეგრაციის პროცესების დაგეგმვისა და მართვის პროცესებში. "უფრო მეტიც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თანაბრად და სრულად ხელმისაწვდომი იქნება ნორმალური საცხოვრებელი პირობები, აუცილებელი საარსებო წყაროს არსებობა, განათლება და ძირითადი სერვისები", - ნათქვამია განცხადებაში.

მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გააგრძელოს გამოსახლების პროცესი ვიდრე არ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი საკითხების გარკვევა და არ შეიქმნება მდგრადი განსახლებისთვის საჭირო პირობები, ძირითადი სერვისებისა და სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის ჩათვლით.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"
12:38 / 22-05-2012  Image მამაკაცს, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ სცემა, მომღერალთან პრეტენზიები არ აქვს
მანქანიდან ირაკლი ფირცხალავა გადმოვიდა და  ფრანგული ავტომობილის მძღოლი კეტით სცემა
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა