22 მაისი 2012 სამშაბათი - 18:18
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:06 / 02-09-2010
”ქართველი ერი არ გაჰყვება ამ მთხლე, მოღალატე და უნიათო ოპოზიციას”
"კაცო, ამ გარეკანზე კი მბეჭდავთ, მაგრამ ამას წინათ, ვიღაც ნახევრად ტიტველი გოგო რომ ამომიყენეთ გვერდში, ხელში მაინც დამაკავებინეთ!" - მისაყვედურა ინტერვიუს დასაწყისში ირაკლი წერეთელმა - "თან ვიღაც 18 წლის ლაწირაკი იყო, თუ დამბეჭდავთ, ისეთი ქალის გვერდით მაინც დამბეჭდეთ, რომ ღირდეს".

- მაინც ვის ისურვებდით თქვენ გვერდით?
- ქართველი ქალი, ლამაზი და თანაც დიდი, არ არსებობს.

- დიდში რას გულისხმობთ?
- მაგალითად, როგორიცაა მონიკა ბელუჩი, თავისი დარგის დიდი წარმომადგენელია. ქართველებს გვყავს დღეს ლამაზი და დიდი მსახიობი?! - არ გვყავს.

- ქალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, თქვენ ინტერვიუებზე უარი განაცხადეთ და მხოლოდ ჩვენთვის დაუშვით გამონაკლისი, რატომ?
- გიდასტურებთ, რომ მხოლოდ "ქართულ სიტყვაზე" ვუშვებ გამონაკლისს ჯანსუღ ჩარკვიანის ხათრით, "რეიტინგზე" თქვენი ხათრით და "სარანგზე" ვაჟა ადამიას ხათრით. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩემს ინტერვიუებს, გამონაკლისის გარდა, ამოკლებენ, აზრს უცვლიან და ქვეყნდება დამახინჯებული, შეცვლილი სახით, რაც ძალიან მტკივნეულად მოქმედებს ჩემზე. ამიტომაც მივიღე ასეთი კატეგორიული გადაწყვეტილება.

- პოლიტიკურად პასიური პერიოდი გვაქვს დღეს, გამოარჩევდით რომელიმე პოლიტიკურ მოვლენას უახლოესი წარსულიდან?
- უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჰილარი კლინტონის ჩამოსვლა საქართველოში, რითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა და გამომჟღავნდა ამერიკის შეერთებული შტატების დიდი თანადგომა და მხარდაჭერა საქართველოს, მისი ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ძალიან გამიხარდა ის ფაქტი, რუსეთზე მიყიდული ოპოზიცია რომ ჭყაოდა, საქართველო იზოლაციაშია და მის პრეზიდენტს არავინ ელაპარაკებაო, მათ ჯიბრზე სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტსაც შეხვდა, რუმინეთის პრეზიდენტსაც და ისეთი ვიზიტები ჰქონდა მთლიანად სახელისუფლებო სტრუქტურებს, რომ ოპოზიციის ილუზია ტყუილი აღმოჩნდა. სხვა რა გითხრათ, ჯერჯერობით ტერიტორიები არ დაგვიბრუნებია, ნატოში არ მივუღივართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი, ორმხრივი ჩარჩო სამოკავშირეო ხელშეკრულება არ დადებულა, სიღარიბე არ დაძლეულა, ეკონომიკა წინ არ წასულა.

- სამაგიეროდ კრის დე ბურგი ჩამოვიდა საქართველოში...
- მომღერლის ჩამოსვლა, რამხელაც უნდა იყოს ის, დიდი ვერაფერი იმედია ქვეყნისთვის. რომ ჩამოსულიყო ლუჩანო პავაროტი მის სიცოცხლეში, ეს მართლაც დიდი მოვლენა იქნებოდა. მე ძალიან მომეწონა მშვენიერი სოფიკო ნიჟარაძე. კლასიკურ ჟანრში ჩვენ არაჩვეულებრივი მომღერლები გვყავს, მშვენიერი ნინო სურგულაძე ავიღოთ თუნდაც. ამ ბოლო დროს კლიპი გადის ტელევიზიით აფხაზეთზე. ძალიან მომწონს ეს კლიპი ისევ და ისევ ნინოსა და სოფიკოს ხათრით.

- განახლებულ ბათუმზე რას გვეტყვით?
- კარგს არაფერს. ბათუმი იქცა ბაბილონის მეძავად! ეს სამარცხვინოა. ისეთი შენობები, როგორიც იქ ააშენეს, ისეთი გადაცემები, რომლითაც ბათუმს გვაწონებენ, რყვნის ქართულ ცნობიერებას. ბათუმში რომ ახლა ძირითადად ახალგაზრდები ჩადიან და მიდის გლიჯინ-გლიჯინი, რად უნდა ამას ლაპარაკი. ისეთი სასტუმროები აშენდა, ისეთი ატრაქციონები გაკეთდა და ისეთი კომპლექსები მოეწყო, იქ სალოცავად და სულის საცხონებლად არავინ ჩავა. დღეს მხოლოდ გასართობად მიდიან ბათუმში.

- თქვენს ახალგაზრდობაში გასართობად არ დადიოდით ბათუმში?
- ჩავდიოდით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ქალების ტრფიალს სადმე წასვლა არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ქალების მოტრფიალე ვიყავი, წარმატებული დონჟუანი არასდროს ვყოფილვარ. არასდროს მქონია ფული და არც ალენ დელონის გარეგნობით გამოვირჩეოდი. ქართველი ქალები კი, რუსებისგან განსხვავებით, ფულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამ საქმეში ბევრად ანგარებიანები არიან. ახლა მე წესიერ ქალებზე არ ვლაპარაკობ, გამრთობ ქალებს ვგულისხმობ.

- გამრთობ ქალებში ფული გადაგიხდიათ?
- ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვთქვა, რომ გადამიხდია. მაგრამ ყოველთვის არა, როცა ლიდერი გახლდით და ძალიან პოპულარული, ჩემი სახელი და გვარი კაპიტალი იყო ეროვნულ მოძრაობაში. მერე, როცა გაჭირდა ცხოვრება და მეძავსაც გაუჭირდათ (იცინის), ვიხდიდი ფულს.

- მეძავთან რა მოსატანია, მაგრამ ახალ ქალბატონ მინისტრებზეც უნდა გკითხოთ, მაგალითად, როგორ მოგწონთ ეკონომიკის მინისტრი - ვერა ქობალია?
- ვერა ქობალია უდავოდ სიმპათიური ქალბატონია, მაგრამ როგორც მინისტრი, რა გითხრათ. 28-29 წლის მინისტრების არ მჯერა და მომკალით! ღმერთმა ხელი მოუმართოს. ძალიან კი ამოიჩემეს. ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, იცეკვა რომელიღაც ბარში, ქვეყანა დავაქციოთ ამის გულისთვის?! მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში ასეთი მინისტრების დანიშვნა დიდი უბედურება არ არის.

- რატომ?
- იმიტომ, რომ მხიარული პრეზიდენტი გვყავს, დიდი რელიგიურობითა და ეკლესიურობით არ გამოირჩევა. მით უფრო ვერას არაფერი დაუშავებია, როგორც ჩემმა დამ მითხრა, იმ ფოტოზე, ასე რომ ყბედობენ, არაფერი ისეთი არ ხდება. ასეთი ფოტო საქართველოში ყველა თანამედროვე ქალს ექნება გადაღებული. ჩვენ თუ გვინდა საქართველოში ისეთი ხელისუფლება გვყავდეს, როგორიც დავით აღმაშენებლის დროს იყო, მაშინ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ჯერ ერის დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი და აქედან გამომდინარე ყველაფერი.

იქ, სადაც ყველა ჭკუამხიარულია, ერთ ვერიკო ქობალიას რატომ უნდა მოვთხოვოთ ქეთევან წამებულის სისპეტაკე და სიწმინდე. არაფერი ცუდი მაგ გოგონაზე არ მსმენია, როგორც ვიცი გათხოვილიცაა, გონებაგახსნილიც, თუმცა მინისტრად მაინც გამოცდილ, სოლიდური ასაკის ადამიანს ვისურვებდი.

- ზოგადად, ქალბატონ მინისტრებს როგორ უყურებთ?
- ჩემს წარმოდგენაში ქალის ადგილი, თუ წესიერია, არის ოჯახში, თუ უსაშველოდ შეყვარებულია ღმერთზე - მონასტერში და თუ ლამაზია და წესიერებისკენ მაინცდამაინც არ მიუწევს გული - პოდიუმზე, სცენაზე, ესტრადაზე, კინოში და არა სამინისტროებში. ვიცი, ჩემს ამ გამოსვლას ცუდად დაიხვევენ ხელზე ე.წ. მედასავლეთეები, მაგრამ არა უშავს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება ქალმა მინისტრმა ყველა მამაკაცს აჯობოს. ჰილარი კლინტონი ავიღოთ თუნდაც, საქართველოშიც არიან პოლიტიკოსი ქალბატონები, რომლებიც შეიძლება კარგი მინისტრები იყვნენ.

- მაინც?
- მე მიმაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრად კარგი იქნებოდა თინა ხიდაშელი. თავის დროზე ნინო ბურჯანაძეც არ იყო ცუდი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ მეტისმეტი მოინდომა. მაშინ აერჩია რუსეთთან ისეთივე შეუვალი პოზიცია, როგორიც მე მაქვს და ჩემს გაპრეზიდენტებამდე ვიფიქრებდით მის თამარ დედოფლობაზეც (იღიმის).

- ჩემს გაპრეზიდენტებამდეო, თქვით, იმედს არ კარგავთ?
- ვიხუმრე. 2015 წლამდე არანაირ არჩევნებში არ ვაპირებ მონაწილეობას. მერე ვნახოთ. თუ ქვეყანა არ დაიქცა და ჩემ გარშემო გრანდიოზული გაერთიანება არ მოხდა, იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც მე მაქვს, ფინანსურად, ეკონომიურად და პოლიტიკურად, არანაირი არჩევნებისთვის არ მცალია. მით უმეტეს, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს გამოსაცემი. მე საქართველოში მიცნობენ როგორც პოლიტიკოსს. მინდა ვთქვა, რომ ჩემი ხასიათით, ბუნებით, მოწოდებითა და საქმიანობით უფრო პოეტი ვარ და საკმაოდ ძლიერი პოეტი! თუ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, წაიკითხონ ჩემი ლექსები. მზად ვარ, ნებისმიერი პოეტი გამოვიწვიო შეჯიბრებაში. ლექსს მე კი არ ვწერ...

- ლექსი თვითონ გწერთ?
- არა, მე არავის ჩემ თავს არ დავაწერინებ და მით უმეტეს ლექსს. როცა მუზა მომადგება და ღმერთი მომცემს კურთხევას, მაშინ ვწერ. ზოგჯერ კვირები გადის ისე, რომ არაფერს ვწერ. ზოგჯერ ერთ დღეში 20-30 ლექსი დამიწერია.

- წაგვიკითხეთ ნაწყვეტი თქვენი რომელიმე ლექსიდან.
- სიამოვნებით, ახლა ჩემი ახალი ლექსების კრებული გამოდის "იმედის სამრეკლო", სადაც ლექსებს ვუძღვნი ვაჟა-ფშაველას. 81 ლექსია და ამ ლექსით მთავრდება:

"მე ახლა ვფიქრობ, არც ვიცი რაზე,
ვფიქრობ, დუმილი ირგვლივ გამეფდა.
მზე თითქოს ჩაქრა, აღარ ჩანს ცაზე,
ჩემში შემოდის ვიღაც გარედან.
ის ვიღაც არ ჩანს, ის მაძლიერებს,
ბნელში იპობა შავი წყვდიადი.
მე მხოლოდ ღმერთი განმაძლიერებს,
სულ ყველაფერზე ერთად დიადი!"

- თქვენი ფინანსური მდგომარეობა ახსენეთ, თუ მოახერხეთ წელს დასვენება?
- იმის ფული, რომ წავიდე და ერთი კვირა სადმე დავისვენო, მაქვს. მე საერთოდ სოფელში მიყვარს დასვენება. ათი თვე ქალაქში ვცხოვრობ და კიდევ ქალაქში წავიდე დასასვენებლად?! რა უბედურებაა! თან, როგორც მოგახსენეთ, არ მომწონს ეს განახლებული ბათუმი, საერთოდ თანამედროვე არქიტექტურის წინააღმდეგი ვარ. სასაცილოა, ეს პატარა ქვეყანა თანამედროვე არქიტექტურით მსოფლიოს გაეჯიბროს. ჯობს, ტრადიციული არქიტექტურა ავაღორძინოთ და მასში შევიტანოთ თანამედროვე ნიუანსები. ეს მაღალსართულიანი სახლები, კორპუსები და შენობები ჩემზე ვერ ახდენენ დიდ შთაბეჭდილებას.

- "მშვიდობის ხიდიც" არ მოგეწონათ?
- არა! სასაცილოა. ჩემზე საქართველოს კი არა, ამერიკის ცათამბჯენებიც ვერ ახდენენ გავლენას. მე მიყვარს ბუნება და მიმაჩნია, რომ რაც ნაკლები შენობები იქნება ბუნებაში, უკეთესია. ქართულ ტრადიციულ ხუროთმოძღვრებას იმიტომ ვცემ პატივს, რომ ყველა ქართული ციხესიმაგრე, ტაძარი, კოშკი და ძველი ქართული სახლი ახლოს დგას ბუნებასთან.

- და ცივილიზაცია?..
- ისე შორს წავიდა ტექნიკა და მეცნიერება, თავისუფლად შეიძლება ცათამბჯენების გარეშეც ვიარსებოთ. ბუნებაზე დიდი მშვენიერება არაფერია ამ ქვეყნად. ამას წინათ დიდგორის ველზე ვიყავით, კარგად დავისვენე. მშვენიერი სანახაობაა და საერთოდ, ცოტა ხანში დავიწყებ სერიოზულ მოძრაობას იმისთვის, რომ სახლები თუ აშენდება, ულამაზო ადგილზე მაინც აშენდეს. საქართველო ნელ-ნელა უნდა გაიწმინდოს კორპუსებისგან და სხვა სტილის არქიტექტურა უნდა დამკვიდრდეს. ყველაზე კარგი იქნება, თუ საქართველოში თანამედროვე გამოქვაბულების მშენებლობა დაიწყება. იქ უფრო რომანტიკული იქნება საწინააღმდეგო სქესთან შეჯვარება და ვნება-ალერსის ჟინი.

იტალიაში არის ასეთი ქალაქი - ქალაქი გამოქვაბული. მე ვნახე ეს ქალაქი, კომუნიკაციის ყველა საშუალებაა, უბრალოდ, გარედან აქვს გამოქვაბულის იერი, რაღაცით ვარძიას მოგაგონებთ. ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, სახლები სავარგულ მიწებსა და ტყეებში არ უნდა ვაშენოთ. უდიდესი მავნებლობა იყო ბაგებში განხორციელებული მშენებლობა ბოლო წლებში. თუ ოდესმე მოვედი ხელისუფლებაში, იმ სახლებს ყველას დავანგრევ. საქართველოში უამრავი უდაბური, გაუმწვანებელი ადგილია და იქ უნდა შენდებოდეს სახლები. რატომ უნდა აჯობოს თბილისს სიმწვანით კიევმა და მოსკოვმა?!

- გამოქვაბულების იდეა სააკაშვილისთვის მიგეწოდებინათ...
- ვაპირებ სააკაშვილთან შეხვედრას, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დამიგროვდა, თუ შემხვდება, ბევრ მაგარ იდეას მივაწოდებ. თან გაითვალისწინოს, რომ 2015 წლამდე მისი კონკურენტი არ ვიქნები. ამიტომ, დრო რომ არ დაიკარგოს, ჯობია ჩემი იდეები მან განახორციელოს. მთავარი იდეის ავტორი არ არის, მთავარია კარგი იდეა განხორციელდეს.

- შემოდგომაზე რა პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებით?
- უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებული ვარ კონსტიტუციური პრობლემატიკით. მიმაჩნია, რომ საქართველომ ახალი კონსტიტუცია არ უნდა მიიღოს. ახალ კონსტიტუციას ქვეყანა იღებს მაშინ, როცა ხდება დიდი მოვლენა. ახალი კონსტიტუცია უნდა მიგვეღო 1989 წლის 9 აპრილს, ვარდების რევოლუციის შემდეგ. ახლა, თუ ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ, ნატოში გავწევრიანდებით ან მე გავხდები პრეზიდენტი, მაშინ უნდა მივიღოთ კონსტიტუცია.

- ნატოში გაწევრიანების იმედი გაქვთ?
- ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, მე მაგისთვის ვიბრძვი. სერიოზული გეგმაც მაქვს ამასთან დაკავშირებით, - პირდაპირი ჩარჩო სამოკავშირეო სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საქართველოს სრული მილიტარიზაცია ხუთი მიმართულებით: საქართველომ უნდა შექმნას და დაამზადოს ბირთვული შეიარაღება, სარაკეტო შეიარაღება, მძლავრი ავიაცია, ანტისარაკეტო და ანტისაავიაციო სისტემა. ამის გარეშე სასაცილოა და მომაკვდინებელი ომის დაწყება რუსეთთან.

- ქუჩის გამოსვლებს კვლავ ელოდებით ოპოზიციისგან?
- ამ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ჩამოგდება მხოლოდ რუსეთთან ერთად შეუძლია. ისე ქართველი ერი არ გაჰყვება ამ მთხლე, მოღალატე და უნიათო ოპოზიციას. სხვათა შორის, ერთი კულუარული უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას 29 ივლისს თბილისის მახლობლად, ერთ-ერთი კეთილმოწყობილი მონასტრის ეზოში საკმაოდ დიდი ფული გადაუხადა იმისთვის, რომ სექტემბერში გამოსვლები დაიწყოს, რომლებიც ისევ უშედეგოდ უნდა დამთავრდეს. ხელისუფლებას ეს ოპოზიციური გამოსვლები აწყობს, თან დემოკრატიულ ქვეყნად გამოჩნდება და თან ძვრას ვერ უზამს ეს გამოსვლები მიხეილ სააკაშვილს.

თუმცა, აქვე მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება კეთილისმყოფელის პოზიციიდან, თუ არ გააიაფებს აუცილებელ საკვებს და არა მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე ფასს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს ამ ხელისუფლებას მტრად მოვეკიდო, შეიძლება თავად ჩავუდგე სათავეში დიდ სოციალურ გამოსვლებს. ჩემი თავი ჯანდაბას, ისეთი ცხიმის საფარი მაქვს, ოთხი თვე ვიშიმშილებ, არაფერი მომივა, მაგრამ დანარჩენებმა რა ქნან?! არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ფასები დავარდეს და შემოსავლები გაიზარდოს და ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ! თორემ მოხდება სოციალური აფეთქება და როცა მთელი ერი გამოვა ქუჩაში, მე ხელისუფლების მხარეს არ დავდგები.


ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)


მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"
12:38 / 22-05-2012  Image მამაკაცს, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ სცემა, მომღერალთან პრეტენზიები არ აქვს
მანქანიდან ირაკლი ფირცხალავა გადმოვიდა და  ფრანგული ავტომობილის მძღოლი კეტით სცემა
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა