22 მაისი 2012 სამშაბათი - 18:12
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:00 / 13-03-2010
ლელო, კალო, ინგა და... მურტალო გვინდა, მურტალო
გასული კვირა უცნაური იყო. ისე, საქართველოში ყველა კვირა ერთიმეორეზე უცნაურია, მაგრამ გასულ კვირას რამდენიმე ცნობილ სახეს (ნიკა გვარამია იტყოდა, ცნობილ ფეისსო, მაგრამ სადღაა ნიკა და მისი ფეისი) სერიოზული შეცდომა მოუვიდა. ჯერ იყო და, ირაკლი ალასანიას  რაგბის ბურთი რომ მიაწოდეს, ისე დაიბნა, ტელეკამერების წინ განაცხადა, კალოს ერთად გავიტანთო. სამაგიეროდ, არ შეშლია ვეტერან მორაგბესა და ლევან გაჩეჩილაძის მეგობარ ბიძინა გეგიძეს და ომახიანად გამოაცხადა, ლელოსაც დავდებთ და ჩვენს მტრებს დედასაც ვუტირებთო.

აი, თვითონ გაჩეჩილაძემ კი მილანური ვოიაჟის შემდეგ ასევე ტელეკამერების წინ თქვა, დროა, ეს ავტორიტეტული ხელისუფლება დავამარცხოთო. ასეთი კომპლიმენტი მოქმედი ხელისუფლებისთვის კარგა ხანია არავის უთქვამს და ეჭვი მაქვს, თუ რომელიმეს, ნებსით თუ უნებლიეთ, შეცდომა არ მოუვა, არც უახლოეს მომავალში ეტყვიან. სამაგიეროდ, ძლიერნი ამა ქვეყნისა ერთმანეთის მიმართ დითირამბებს არ იშურებენ.  ამ რამდენიმე დღის წინ გოკა გაბაშვილმა გიგი უგულავა ისე შეაქო, თავდაპირველად ვიფიქრე, სიტყვის ბოლოს გალაკტიონის "მერისაც" მიაყოლებს-მეთქი, მაგრამ ან დაეზარა, ან მერის "მერით" მოფერება სამომავლოდ გადადო.

გაზაფხულზე საქართველოში ყოველთვის ვიღაცის დაბრუნებას ველით. გასულ გაზაფხულზე, მაგალითად, მთელი თბილისი ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლას ელოდა, მაგრამ რადგანაც მის ჩამოსვლას განსაკუთრებით ბატონი ივანე ელოდა, ოქრუაშვილმა გადაიფიქრა. კი არ გადაიფიქრა, ოპოზიციამ ვერ ივარგა და ხელისუფლება ვერ შეცვალა, თორემ ვნახავდით ბატონ ირაკლის თეთრ "ბოინგზე" ამხედრებულსა და თეთრი ნაბდით მოსილს, ირგვლივ ქვიშასავით ჯარიც რომ დაეხვეოდა...

ახლა კიდევ ინგა გრიგოლიას ველოდებით. იმედია, თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩვენი ინგა არ იტყვის, მე ლონდონში ვსწავლობდიო და ისეთივე ენერგიული იქნება, როგორიც აქედან გავუშვით. ქრისტიან-დემოკრატებს გრიგოლიას წარდგენა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სურთ და არის ამაში ლოგიკა. რამდენი ხანია გვეუბნებიან, საკრებულოს მუშაობა საჯაროა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სხდომებს დაესწროს და მოისმინოს, როგორ მუშაობს ეს ორგანოო და, თუ ინგა ამ თანამდებობას დაიკავებს, დასწრება არ დაგვჭირდება, გრიგოლიას მიერ წაყვანილ სხდომებს ისედაც ყველა მოვისმენთ. მერე გიორგი თარგამაძეც გადაარქმევს პარტიას სახელს, დაარქმევს "დროებას" და მე თქვენ გეტყვით, ცუდი დროება დაუდგებათ?!

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში წარმოთქმულ სეფესიტყვაში განაცხადა, საქართველო ესტონეთს დაეწია და ბევრ რამეში გაუსწრო კიდეცო. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა და მაშინვე ერთ მეგობარ ესტონელს დავუკავშირდი, თქვე მაჩანჩალებო, გაგისწარით და აწი თქვენ გვდიეთ-მეთქი. ისიც დაინტერესდა, რაში გაგვისწარითო და აქაური და იქაური ამბები შევადარეთ. როგორც გავარკვიეთ, იქ ხელფასი 1200 ევროდან იწყება, პენსია - 400 ევროდან, სადაზღვევო კომპანიები, პრაქტიკულად, ყველაფერს იხდიან, უმუშევრობა მოსახლეობის მხოლოდ ათ პროცენტს აწუხებს და როგორც მეგობარმა ამიხსნა, ისინი ზარმაცები არიან, თორემ სამუშაო არის, ხელფასის დანაზოგით თავისუფლად შეგიძლია ზაფხულში შვებულება რომელიმე ევროპულ კურორტზე გაატარო და... ბატონო პრეზიდენტო, დაგვიკონკრეტეთ ხოლმე, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანას გავუსწარით, თორემ ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ.

P.S ინგა გვყავს, კუკარაჩა ხომ გვყავს და გვყავს, საინტერესო ის არის, მურტალო ვინ იქნება. გამგებმა გაიგოს - მურტალოს როლისთვის მხოლოდ გინება და მუქარა არ გამოდგება!

არმაზ ხარძიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
16:33 / 22-05-2012  Image "გლობალ ტვ"-ის ანტენის დამონტაჟება მოსახლეობას სამსახურის დაკარგვად უჯდება
"გვითხრეს, თუ ივანიშვილის მიერ ნაჩუქარ ანტენას დაამონტაჟებთ, სამსახურში აღარ მოხვიდეთო"
12:38 / 22-05-2012  Image მამაკაცს, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ სცემა, მომღერალთან პრეტენზიები არ აქვს
მანქანიდან ირაკლი ფირცხალავა გადმოვიდა და  ფრანგული ავტომობილის მძღოლი კეტით სცემა
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა