22 მაისი 2012 სამშაბათი - 18:08
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:47 / 11-03-2010
"ჩვენ ალასანიას კი არა, უგულავას ვებრძვით"
10 მარტს "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაასახელეს.

გვესაუბრებიან "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის წევრები, დეპუტატები მაგდა ანიკაშვილი და გიორგი ახვლედიანი:

- ქალბატონო მაგდა, რატომ დაასახელეთ მაინცდამაინც ინგა გრიგოლია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად?

- ინგამ დაამტკიცა, რომ არის პრინციპული, სამართლიანი და სანდო ადამიანი. თუ საზოგადოება მას დაუჭერს მხარს, სწორ არჩევანს გააკეთებს. ინგასთან მოლაპარაკება დიდი ხანია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ვაწარმოებდით მასთან კონსულტაციებს - დიდი იყო ჩვენი მხრიდან ინგასთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ იმხანად ეს ვერ მოხერხდა, თუმცა ამ არჩევნებზე გადაწყდა, რომ ინგა ჩვენს გვერდით იქნებოდა.

- გაქვთ ინგას გამარჯვების იმედი?
- რა თქმა უნდა. ინგა არის საუკეთესო კანდიდატი და ეს რომ ასეა, საზოგადოების დიდმა ნაწილმაც იცის.

- როდის ჩამოდის ინგა ლონდონიდან?
- ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ინგა ძალიან მალე და ძალიან აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში. დარწმუნებული ვარ, ცნობილი ჟურნალისტი კარგი პოლიტიკოსი გახდება, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით გამოვა დიდ პოლიტიკაში.

- ბატონო გიორგი, ამბობენ, ქრისტიან-დემოკრატებმა გია ჭანტურია მერობის კანდიდატად იმიტომ წამოაყენეს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატს წაართვან ხმებიო.
- როდესაც გამოცხადდა, რომ გაზაფხულზე იწყება საარჩევნო კამპანია, ჩვენ ყველა ოპოზიციურ ძალას მივმართეთ, სასწრაფოდ დავმსხდარიყავით და შევთანხმებულიყავით საერთო კანდიდატზე, რათა უგულავას დამარცხება არ გაგვჭირვებოდა. მაგრამ ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა პრაიმერზე დაიწყო ლაპარაკი. არადა, პრაიმერის იდეის ავტორებმა კარგად იცოდნენ, რომ ამ გზით ვერ გამოავლენდნენ საერთო ოპოზიციურ კანდიდატს.

მოკლედ, მოლაპარაკება-დარწმუნება-გადარწმუნების პროცესში ვიყავით, როდესაც "ალიანსიდან" მერის კანდიდატად ირაკლი ალასანია წამოაყენეს. დანარჩენი პოლიტიკური ძალები კი დაგვაყენეს ფაქტის წინაშე.

ამ მოქმედებით "ალიანსელებმა" გვითხრეს, რომ ჩვენ უკვე გვყავს ლიდერი და თუ გსურთ ერთიანი კანდიდატით გამოსვლა, შემოგვიერთდით, თუ არა და, მოღალატეები იქნებითო. არადა, ერთად რომ დავმსხდარიყავით და შეგვეჯერებინა ჩვენი აზრები, შეიძლება დაგვესახელებინა ირაკლი ალასანია ან ვინმე სხვა. ასეთი მიდგომა, როგორც "ალიანსელები" მოიქცნენ, პოლიტიკაში არ შეიძლება. ჩვენ ყველაზე ბოლოს გამოვაცხადეთ ჩვენი კანდიდატი.

ასე რომ, ჩვენ ირაკლი ალასანიას კი არა, უგულავას ვებრძვით. ჩვენი კანდიდატი რადიკალურ ოპოზიციას ნაკლებად წაართმევს ხმებს და მალე ნახავთ, რაც მოხდება ლევან გაჩეჩილაძესა და ირაკლი ალასანიას შორის ხმების გადანაწილების თვალსაზრისით. ორივე დაღუპავს ერთმანეთს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
12:38 / 22-05-2012  Image მამაკაცს, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ სცემა, მომღერალთან პრეტენზიები არ აქვს
მანქანიდან ირაკლი ფირცხალავა გადმოვიდა და  ფრანგული ავტომობილის მძღოლი კეტით სცემა
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
09:04 / 22-05-2012  Image პრინცი ჩარლზი ეროტიული სცენების დროს ეკრანს ზურგს აქცევს
კინოვარსკვლავმა უილ სმიტმა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრისსაიდუმლო გაამხილა