22 მაისი 2012 სამშაბათი - 18:07
ვალუტის კურსი
22/05/2012
USD
1
USD
1.6211
EUR
1
EUR
2.0710
RUB
100
RUB
5.2028
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:18 / 11-03-2010
"ვყიდით ჟირაფს" ანუ ქართული სამინისტროების ჰიმნოგრაფი
პარლამენტმა ერთი ფრიად ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო - გარემოს დაცვის სამინისტროს, სატყეო დეპარტამენტი გამოეყო და ცალკე იურიდიულ პირად დარეგისტრირდა... ბოლო დროს მოხშირებულ მეტყევეების დაჭერებზე (ისე, ეს თოფურიძეც არ ისვენებს, იჭერს და იჭერს ამ ხალხს) ჩვენს მუსიკოს მინისტრს არავითარი პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება, თორემ "ტეხავდა" უკვე - "კაკ მინიმუმ" მოსახსნელი იყო, რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაუპატიმრეს ქრთამის აღებაზე...

რევაზ მიშველაძის ერთ ძველ ნოველაში ასეთი ამბავია აღწერილი: დგას კაცი ზაფხულის შუადღის პაპანაქებაში, უნივერმაღში შესულ ცოლს ელოდება (ახალგაზრდა მკითხველისთვის განვმარტავ: უნივერსალური მაღაზია (შემოკლებით - "უნივერმაღი", სუპერმარკეტს ერქვა "ძველ დროში") და, ცხადია, იცის, რომ კიდევ დიდხანს მოუწევს ლოდინი (ქალები მაშინაც ახლანდელივით საათობით დაბოდიალებდნენ მაღაზიებში). მოკლედ, მოსწყინდა და ასეთი გასართობი მოიგონა: მივიდა ვიღაც მასავით უსაქმოდ მდგარ კაცთან და ჟირაფის ყიდვა შესთავაზა - ფული მჭირდება და იაფად მოგცემო.

კომუნისტების დროა - ჟირაფის კი არა, საკუთარ ბაღში დაკრეფილი ვაშლის გაყიდვის ნებართვისთვის სჭირდება გლეხს ათასი საბუთის წინასწარ აღება, ჟირაფი კი, სულ სამი იყო საბჭოთა კავშირში: ორი მოსკოვის და ერთი - ლენინგრადის ზოოპარკებში. მოკლედ, სთავაზობს ეს კაცი ამ "ვირტუალურ" ჟირაფს სხვადასხვა ადამიანს და იმათ რეაქციებზე "კაიფობს": უმეტესობა, ცხადია, შიშით ან გაკვირვებით ხვდება მის წინადადებას; ზოგი კი ინტერესდება, ეკითხება, - რას ჭამსო? ზოგი - რამსიმაღლეაო? ერთმა - ასე იაფად რატომ ყიდი, ავადმყოფი ხომ არ არისო?! ბევრი რომ არ გავაგრძელო, სტაცეს იმ "ხუმარას" ხელი და დააპატიმრეს "ჟირაფის უკანონოდ გაყიდვისათვის", რეალურად - არარსებული ჟირაფის არშემდგარი გაყიდვისათვის.

ახლა, რატომ გამახსენდა ეს ამბავი: ეს ნოღაიდელი ხომ ისევ მოსკოვშია და ბურჯანაძე კიდევ - მოსკოვიდან იმის იქით წავიდა; დავითაშვილმაც, სამშაბათს უკვე ოფიციალურად გამოაცხადა - მოსკოვში მივდივარო და "ცოცხალ რიგში" ძიძიგური და სხვებიც დგანან... ჰოდა, მიშველაძის იმ ნოველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება დღევანდელი სიტუაცია, რომ იქ "გამყიდველი" ერთია და "მყიდველი" - რამდენიმე, აქ კი, პირიქით: "მყიდველია" (რუსეთი) ერთი, ხოლო "გამყიდველები" - ბლომად. მაგრამ მთავარში მაინც მსგავსებაა: როგორც იქ არავინ ჰკითხავს იმ კაცს ჟირაფის გაყიდვას, ისე ესენიც არ არიან "გასაყიდი საქართველოს" პატრონები და რუსები რატომ ისულელებენ თავს, მთლად კარგად არ მესმის...

მით უმეტეს, რომ "ჟირაფის" (რას გადავეკიდე?) ნამდვილი პატრონებიც ვერ უვლიან მას მთლად კარგად და, თუ ასე გააგრძელეს, ჩემი დაკვირვებით, ვინძლო ყიდვა სულაც არ დასჭირდეს და სულაც მუქთად ჩაუვარდეს ხელში მავანს...

მოუვლელობას მე ვამბობ, თორემ ამან კიდევ ერთი ახალი სკოლა გახსნა ბათუმში, ამჯერად - თურქული და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენ მსოფლიოში ძალიან მალე ყველაზე განათლებული ხალხი ვიქნებით. იქვე ახალი პრიორიტეტები დაგვისახა - თურქული და არაბული ენები უნდა ვისწავლოთო და... რუსულიც არ დავივიწყოთო(?!) საერთოდ, ამ სიბერეში ეჭვიანი გავხდი და ასეთი გამონათქვამების გაგონებისას სულ მავიწყდება, ჩვენი მიშიკო რომ ხშირად მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს, რომ ილაპარაკოს. მე კი, ყოველ სიტყვაში გადაკრულ აზრს ვეძებ... აბა, ისე, იმ თურქული სკოლის გახსნისას რა რუსული ენის სიყვარული აუტყდა?!

მიშაზე გამახსენდა - გასულ კვირაში კიდევ ერთ კარგ წამოწყებას დაუჭირა მხარი: პარლამენტის ყველა წევრი და ფუნქციონერი, სახელმწიფო დაწესებულების ყველა ჩინოვნიკი, ქვედა საფეხურიდან დაწყებული და მინისტრით დამთავრებული, ნარკოტესტს გაივლის და პირველი მე თვითონ ვიქნებიო!
ეს არ არის ცუდი ამბავი. თანაც ისე კი აღარ იქნება, ორი წლის წინ რიგში რომ იდგნენ ქილაში ჩასაშარდად და ზოგიერთმა რომ გამოაცხადა: არ მეფსია და რა ვქნა, ხვალ მოვიტან სახლიდანო! და შემდეგ ზოგმა ბავშვის შარდი რომ მიიტანა და ზოგმა - ბებიამისის...

როგორც ხუტა უფროსი იტყოდა - "არ გაგივა ეგ ნომერი, დურუ ხუნჭუა!" ახლა, ჩემო ბატონო, შებრძანდები ნარკოლოგიურ კაბინეტში, ამოგაცლის ექიმი ერთ ღერ თმას და თუკი რამე გიმამაძაღლია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ყველაფერი გამოჩნდება! ოღონდ ერთი რამ არის გასარკვევი: მიშას კარგი, მაგრამ, მაგალითად, გიგი წერეთელს და ჯონდი ბაღათურიას რას ამოაცლის ექიმი? ან ლალიაშვილი როა, თარგამაძის პარტიიდან? ან პალიკო კუბლაშვილს და მაგის ძმას? კარგი, ლალიაშვილს ულვაში აქვს მოშვებული და მოგვარდება პრობლემა (უი, ახლა მივხვდი, რატომ იყო ადრე საქართველოში ულვაშის ღერს რომ იძლეოდნენ პატიოსანი სიტყვის დასტურად), მაგრამ დანარჩენებს? ალბათ, სულერთია, სხეულის რომელი ნაწილიდან ამოაცლიან, თორემ დარჩება ზოგიერთი შეუმოწმებელი...

პრეზიდენტმა ხომ თქვა, ეს პროცესი "გამჭვირვალე" იქნებაო, ჰოდა, მოვითხოვ, რომ კუბლაშვილისგან "სატესტირებელი ნიმუშის" აღება პირდაპირ ეთერში გადაიცეს!

P.S. ჰიმნოგრაფი სულ სხვა რამეს ნიშნავს და არა მუსიკალური (სასიმღერო) ჰიმნების ავტორს, მაგრამ არა უშავს, ესენი მაინც დიდად არ იკლავენ თავს ტერმინების სიზუსტისთვის. მე კი, იმიტომ გამახსენდა, რომ გოგა ხაჩიძემ პოლიციის ანუ შსს-ს ჰიმნი დაწერა! თავისთავად ჰიმნიც რომ გოიმურია და თვით იდეაც, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ მთავარი სხვა რამეა - ეს ამბავი "აიასნებს" შესავალში მონათხრობს: "ცისფერი მთების" არ იყოს, მარკშეიდერის (ამ შემთხვევაში "ჰიმნოგრაფის") შტატი არა აქვთ და, იყოს ბიჭი მინისტრად, მაგრამ საქმიდან მაქსიმალურად გავათავისუფლოთ, რომ "შემოქმედებისთვის" მეტი დრო დარჩეს, სხვა სამინისტროებსაც ხომ უნდათ "ჰიმნები"...


პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
- ვინმე განსხვავებული...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
2-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 7(12), 65 კვ.მ. ევრორემონტი ბინა ხილიანზე, გარემონტებული...
ჩეხური პრ. 20 კვ.მ. გარემონტებული კომერციული ფართი ვაზისუბანში. ფასი: 200...
2-ოთახიანი, ყავლაშვილის პრ. 70 კვ.მ. ძველი რემონტი გლდანის მე-5 მრ-ში,...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 12 სართულიანი, 105 კვ.მ. შავი კარკასი შპს...
ინდივიდუალური პრ. გარემონტებული ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი, გათბობა, გისოსები, ინტერნეტი, კონდიციონერი,...
2-ოთახიანი, ჩეხური პრ. 3(9), 70 კვ.მ. ევრორემონტი აივანი, ბ/აირი, გისოსები,...
14:41 / 22-05-2012  Image ქეთა თოფურია პაპარაცებმა უხერხულ პოზაში გადაიღეს
ავტომობილიდან გადმოსვლისას მომღერალს მოკლე კაბა მაღლა აეწია და
12:38 / 22-05-2012  Image მამაკაცს, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ სცემა, მომღერალთან პრეტენზიები არ აქვს
მანქანიდან ირაკლი ფირცხალავა გადმოვიდა და  ფრანგული ავტომობილის მძღოლი კეტით სცემა
15:10 / 22-05-2012  Image ამსტერდამის საროსკიპოში რობოტი მეძავები იმუშავებენ
მისი სახელი როქსია და 9000 აშშ დოლარი ღირს
07:05 / 22-05-2012  Image რატომ მოუსინჯა სალომე ღვინიაშვილმა მოდელ გოგონას ხელით მკერდი
მოდელი საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა
09:04 / 22-05-2012  Image პრინცი ჩარლზი ეროტიული სცენების დროს ეკრანს ზურგს აქცევს
კინოვარსკვლავმა უილ სმიტმა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრისსაიდუმლო გაამხილა