ინგა გრიგოლიას პატივს ვცემ, თუმცა როგორი იქნება ამომრჩევლის გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ამის შესახებ სოზარ სუბარმა “ახალი მემარჯვენეების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მას ჟურნალისტებმა გრიგოლიასთან შესაძლო კონკურენტობის შესახებ ჰკითხეს.
“ინგა გრიგოლიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც კარგ ჟურნალისტს და რას გადაწყვეტს ამომრჩეველი მასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ ამომრჩევლის გადასაწყვეტია”, - აღნიშნა სუბარმა.
დავით საგანელიძის თქმით, კი ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ინგა გრიგოლია იმ ადამიანების ინტერესების დამცველი გახდება, ვინც მას ტელეეთერით მართალი სიტყვის თქმა აუკრძალა.
“ჩვენ კარგად ვიცით რა მიზნებით და ვისი დავალებით არის შემოსული პოლიტიკაში გია ჭანტურია. ძალიან სამწუხარო იქნება ჩემთვის, თუ ინგა გრიგოლია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, გახდება იმ ხელისუფლების დამცველი, რომელმაც მას მართალი სიტყვის თქმა აუკრძალა”, - განაცხადა საგანელიძემ.
"ინტერპრესნიუსი"
17:29 / 10-03-2010
სოზარ სუბარი ინგა გრიგოლიასა და მას შორის არჩევანს ამომრჩეველს ანდობს






















