საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ალანა გაგლოევამ განუცხადა, აპრილში პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი დაგეგმილია, თუმცა რამდენად მოხდება აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა, ჯერ უცნობია. აპრილის რომელ რიცხვებში შედგება პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
უცხოურ მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბარაქ ობამას შეხვდება.
"ინტერპრესნიუსი"
15:05 / 10-03-2010
მიხეილ სააკაშვილისა და ბარაქ ობამას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება






















