”ქრისტიან-დემოკრატების” პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ინგა გრიგოლიას ”ქრისტიან-დემოკრატებიდან” აქვს შეთავაზება, რომ თბილისის სარებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდეს.
ამასთან, 9 მარტს ”ინტერპრესნიუსს” ”ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, რომ ინგა გრიგოლიასთან კონსულტაციები ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასრულების ეტაპზეა.
"ინტერპრესნიუსი"
14:55 / 10-03-2010
ინგა გრიგოლია ქრისტიან-დემოკრატების სიას ჩაუდგება სათავეში






















