ამერიკის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქართველოს ლობირებისთვის კომპანია 300 ათას დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, ფირმა ორგანიზებას გაუკეთებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს ამერიკელ კონგრესმენებთან და ჩინოვნიკებთან.
ინფორმირებულმა წყარომ საქართველოს მთავრობაში ”კომერსანტს” დაუდასტურა ინფორმაცია ლობისტურ კომპანასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და მის ტექსტსაც გაეცნო. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მის კონფიდენციალობას ითვალისწინებს. გამორიცხული არ არის, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
2010 წლის 12 იანვრით დათარიღებულ კონტრაქტს ხელს აწერს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი და ლობისტური კომპანიის გენერალური დირექტორი კიმბერლი ფრიტსი. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში იგი 3 თებერვალს არის რეგისტრირებული. საქართველოს გარდა კომპანიის კლიენტები არიან იაპონია და ჰონგკონგი, ასევე BP, Google, Heineken, Lockheed Martin и Wal-Mart.
გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით, ლობისტური კომპანიის ძალისხმევით, უკვე მიღწეულია წინასწარი მოლაპარაკება უახლოეს ხანში ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტის თაობაზე.
Podesta Group 1980-იან წლებში ძმებმა ტონი და ჯონ პოდესტებმა დააფუძნეს. ეს უკანასკნელი კომპანიას უდგას სათავეში. ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იგი გარდამავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
2010 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებასთან საქართველოს ინტერესების ლობირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულებები გააფორმა ასევე ლობისტურ კომპანიასთან Gephardt Group.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.






















