21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:51
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:00 / 09-03-2010
”საქართველო ზეთისხილის მშვიდობის რტოს იწვდის, ეხლა საქმე რუსეთზეა"
”საქართველო ზეთისხილის მშვიდობის რტოს იწვდის, ეხლა საქმე რუსეთზეა” - ამგვარ კომენტარს აკეტებს "გარდიანის" ფურცლებზე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გიორგი ბადრიძე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების კომენტირებისას.

ელჩის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილთა გონებისა და გულების მოგებას, ამასთანავე, ისწრაფვის, მიაღწიოს ეთნიკურ მსხვერპლთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას.

თუმცა, როგორც გიორგი ბადრიძე ამბობს, გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ქართული მხარის მშვიდობიან ინიციატივაზე  საპასუხო გადაწყვეტილებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიიღებენ, რადგან ”ორივე ტერიტორიებზე კრემლი იძლევა განკარგულებებს”.

ბადრიძის აზრით, ორივე ტერიტორია ფაქტობრივად რუსეთის ჩრდილო-კავკასიის ნაწილი გახდა - ზონის, რომელიც რუსული საზომითაც კი კოლოსალური პრობლემების წინაშე დგას.

Guardian-ში გამოქვეყნებული გიორგი ბადრიძის წერილი პასუხია ამავე გამოცემაში დაბეჭდილ ჯორჯ ჰუიტის სტატიაზე. პუბლიკაციის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ძალისხმევაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის მოწესრიგებისკენაა მიმართული.

”გასაოცარია, როდესაც ჰუიტი თითქმის არ ახსენებს რუსეთს: ქვეყანას, რომელსაც ამ  ტერიტორიებზე ათასობით სამხედრო ჰყავს განთავსებული, რომელიც აიძულებს იქ დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას და რომელმაც სასტიკი ეთნიკური წმენდის კამპანიებით საკუთარი სახლებიდან თანმიმდევრულად გამოდევნა აფხაზეთის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი – 350 000-ზე მეტი ქართველი და სხვა ეროვნების ადამიანები.

თუკი თქვენ მხოლოდ იმ ადამიანების მოსაზრებებს მოისმენთ, რომლებიც სახლებიდან არავის გამოუყრია, ანუ პატარა უმცირესობას, ეს ეთნიკურ წმენდას ლეგიტიმაციას სძენს? იმ დევნილი ადამიანების აზრს რა ვუყოთ,  რომლებიც საქართველოში დღემდე ბანაკებში ცხოვრობენ? ეს მე 1930-იან წლებში სუდეტის ამბავს მაგონებს, როდესაც გერმანელებმა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის შემდეგ ის დაანაწევრეს და ამ ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია მოახდინეს.

ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილია – ჩვენ ერთად მშვიდობით უნდა ვიცხოვროთ. პრობლემა ის არის, ამას როგორ უნდა მივაღწიოთ.

საქართველომ მათ ზეთისხილის რტო გაუწოდა. იმედი მაქვს რომ ისინი მას მიიღებენ, თუმცა იქნებ დავიჯეროთ ოცნების რეალობად წარმოდგენის სურვილი, რომ ამ გადაწყვეტილებას სამხრეთ-ოსეთში ან აფხაზეთში მიიღებენ. სწორედ კრემლია, ვინც  აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ყველაფერს მართავს და სხვაგვარად ფიქრი გულუბრყვილობა და შეცდომაა.

რაც შეეხება ჰუიტის მიერ სტალინის გახსენების და მის ქართველ ნაციონალისტად წარმოდგენის მცდელობას, ვფიქრობ ეს პათეტიკა და ისტორიული ფაქტების სასტიკი დამახინჯებაა: ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ველიკო-რუსულმა შოვინისტურმა პოლიტიკამ ის რუსეთის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ლიდერად აქცია.

დარწმუნებული ვარ ჰუიტს მისი ნათესავებისთვის აფხაზეთში მხოლოდ სიკეთე სურს, თუმცა სამწუხაროა ის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ილუზორული დამოუკიდებლობის ეიფორიით შეპყრობილს, მას არ სურს იმის დანახვა, რომ ეს ადამიანებისგან დაცლილი ტერიტორიები სინამდვილეში რუსეთის საომარი ზონის, ჩრდილოეთ-კავკასიის ნაწილებად იქცა, სადაც მასობრივი უმუშევრობა, კორუფციის ბატონობა და ადამიანთა საბაზისო უფლებების დაცვა რუსული სტანდარტებითაც კი კატასტროფულია.

მომზადებულია inopressa.ru-ს და  ForeignPress- ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა