21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:50
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:20 / 09-03-2010
სოსო ცისკარიშვილი - ლევან გაჩეჩილაძე ჯერ თავად უნდა გაერკვეს, რას აპირებს
ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე, ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელისა და პარლამენტის ექსსპიკერის მოსკოვური ვიზიტების შესახებ; აგრეთვე, მოსკოვთან ურთიერთობის სავარაუდო პერსპექტივებზე და რატომ არ სურს რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, რა ხდება ოპოზიციის იმ ნაწილში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ?  ფაქტია, რომ ოპოზიცია არჩევნებს დაქსაქსული ხვდება...
- ოფიციალურად არჩევნები ჯერ დანიშნული არ არის, მაგრამ ქვეყანაში შეინიშნება ეიფორია, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური. მოლოდინი იმისა, რომ დათქმულ ვადებში შედგება არჩევნები, საყოველთაო არ გახლავთ, რადგან ქვეყანაში არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებისთვისაც არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება.

რა მოდელი იქნება უფრო გარანტირებული მათთვის ასეთი შედეგისთვის, ერთმნიშვნელოვნად ჯერ კიდევ წარმოჩენილი არა მგონია რომ იყოს. ჩვენ, რეალურად, ვიმყოფებით წინასაარჩევნო რეჟიმში, ამას ხელს უწყობს, როგორც სახელისუფლო, ისე დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებისთვის უკეთესი თავშესაქცევი ვერ მოინახა.

დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე, ერთი რამ ცხადია - ერთობა, რომელიც გასული წლის საპროტეტო აქციებში ჩამოყალიბდა, იყო უფრო დეკლარირებული, ვიდრე  - რეალიზებული, დღეს კი, მიუღწევადია. მაგრამ მივიჩნევ, რომ ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯია პოლიტიკური კულტურის ფორმირების პროცესში, რადგან ამ ქვეყნად ხელოვნური არაფერი ვარგა, მათ შორის არც ერთობა, რადგანაც იგი გარკვეულ სიყალბეს შეცავს, ხოლო სიყალბეში ჩვენს ხელისუფლებას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეედრება.

ახლა ოპოზიციაში მთავარი ადგილებისა და ნიშების მოპოვების პროცესია. რამოდენიმე თვეა, ოპოზიციის შიგნით პრაიმერის თემა მუდმივი კამათის საგანია.

ვფიქრობ, ზედმეტი ყურადღება, რომლითაც სარგებლობდა ეს იდეა, ოპოზიციის ერთიანობისთვის უკვე გარკვეული ზღუდეც გახდა. რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის იმაზე მაღალი მიზანი, ვიდრე ხელისუფლებაში მოსვლაა, მაგრამ, როდესაც არსებული ხელისუფლების კრიტიკას უფრო მკაფიოდ უპირისპირდება ერთმანეთის კრიტიკა, თუნდაც ტექნოლოგიებზე შეუთანხმებლობის გამო, თუ როგორ უნდა გამოვლინდეს ერთიანი კანდიდატი, ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს ამომრჩეველზე. არ შეიძლება თვითმიზანი იყოს საარჩევნო ტექნოლოგია და არც რაიმე ტიპის ახირება.

ყველა პოლიტიკური ძალისთვის თვითმიზანი უნდა იყოს ქვეყნის კეთილდღეობა და საკუთარი თავის დანახვა, საკუთარი შესაძლებლობების შეფასება იმ რეალობებიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით. რეალისტური ხედვა კი, რომელ პარტიას როგორი აქვს, რამდენად ესადაგება მისი ხედვა ამომრჩეველთა ინტერესებს, ეს მხოლოდ არჩევნებზე გაირკვევა.

- პრაიმერის მომხრეებს თბილისის მერობის არჩევნებზე თავისი კანდიდატი ეყოლებათ, რამდენად სავარაუდოა, რომ მათი კანდიდატი სწორედ ლევან გაჩეჩილაძე იყო?
- ყველა პოლიტიკოსმა მკაფიო არტიკულაციით უნდა წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე თავისი პოზიცია. ტერმინები უნდა იყოს სრულიად გასაგები, ვინაიდან საკუთარი ბუნდოვანებით მსჯელობა უკვე აზრს კარგავს. პირადად მე ვერ გავრკვეულვარ ლევან გაჩეჩილაძის პოზიციაში. ის ბრძანებს, რომ თუ ყველა დაუჭერს მხარს ირაკლი ალასანიას, თვითონაც მათ გვერდით დაუდგება. როცა ქვეყანაში 200-მდე პარტიაა, მან უნდა განმარტოს, რაც ნიშნავს სიტყვა „ყველა“.

„ყველაში“ რა მოიაზრება? საუბარია 10-ზე მეტ, თუ 100-ზე მეტ პარტიაზე? კვალიფიცირებულ პარტიებზეა საუბარი თუ პარლამენტსგარეთ არსებულ პარტიებზე? ეს გაურკვევლობა თავად ბატონი ლევანის დაბნეულობას ემყარება. ბატონი ლევან გაჩეჩილაძე ჯერ საკუთარ თავში უნდა გაერკვეს, თუ რას აპირებს და შემდგომ საზოგადოებაც გაარკვიოს.

- არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვს დაქსაქსულ ოპოზიციას, რომელიც, როგორც ჩანს, თბილისის მერის არჩევნებზე რამოდენიმე კანდიდატით მიიღებს მონაწილეობას?
- ოპოზიციურ ლიდერებს საარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ არ დაუწყიათ, მაგრამ  ოპოზიციის მიმართ გაურკვეველი პოზიციის კანდიდატები კარგა ხანია, ჩნდებიან ტელეეკრანზე. მათ მიმართ საკმაო ინტერესს გამოხატავენ სახელისუფლო  ტელევიზიები. პოლიტიკური პარტიებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ხალხთან ურთიერთობა, არადა პარტიების ძირითადი ენერგია ამომრჩეველთა სიების დადგენაზე იხარჯება.

დღევანდელი გადასახედინან ყოველივე უთანხმოება, რომელიც პოლიტიკურ ძალებს შორის აქამდე არსებობდა, შეიძლება, დაიძლიოს მხოლოდ ყოველგვარი მიკიბ-მოკივბისა და უკანა აზრის მქონე ფრაზეოლოგიის გარეშე, საკუთარი სათქმელის პირდაპირ თქმით და გამჟღავნებით. გამჭირვალობა, ღიაობა, რომელსაც მართალია, ასე უშედეგოდ მუდმივად ითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან, ანალოგიურად მოეთხოება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, იყვნენ ხალხის რჩეულები.

ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არჩევნებში ისეთი სერიოზული პარტიების პოზიციაც, რომლებიც მართალია, არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სოლიდურ როლს ასრულებენ. მხედველობაში მაქვს  “ფორუმი” და “ლეიბორისტები”. იმედს ვიტოვებ, რომ ამ პარტიების ლიდერები არჩევნებზე ბოიკოტის რეჟიმში არ დარჩებიან და საკუთარ მხარდამჭერებს  არჩევნების ბოიკოტისკენ არ მოუწოდებენ. არჩევნების ბოიკოტირება სცილდება ზოგადად ოპოზიციის ინტერესებს. იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტია, რომელსაც სურს, საკუთარი თავი ოპოზიციონერად წარმოაჩინოს, თუ არ იქნება რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერი, არ იქნება იმ პროცესის ხელიშემშლელი მაინც,  რომელსაც ადგილობრივი არჩევნები ჰქვია.

- ბურჯანაძის  მიერ ნოღაიდელის გზის გამეორებამ ცხადყო, რომ ქართულ პოლიტიკაში რუსულმა ვექტორმა ახალი დინამიკა შეიძინა. იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ ნოღაიდელისა და ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტებით რუსეთი ქართულ პოლიტიკაში უკვე ღიად ბრუნდება? და კიდევ,  იმის გათვალისწინებით,  რომ პრაიმერს დაჟინებით ისინი ითხოვენ, ვისაც დაბალი რეიტინგი აქვს, ხომ არ ჰგავს ოპოზიციის ლიდერთა მოსკოვური ვოიაჟები მათივე პოლიტიკური სტატუსის ძებნის მცდელობას?
- არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ მიდგომაშიც გარკვეული სიმართლე იყოს. ჩემთვის ეს ორივე ვიზიტი სრულიად განსხვავებული წარმოშობის და განსხვავებული სცენარის ფაქტი გახლავთ. პირველ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ მზაობა რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობის, არამედ სრულიად გამაოგნებელი გადაწყვეტილება, მხედველობაში მაქვს ნოღაიდელის “ედინაია რასიასთან”  გაფორმებული ხელშეკრულება. “ედინაია რასია” რუსეთში იმპერიალისტური აზროვნების მთავარ იდეოლოგად გვევლინება. ამ პარტიასთან  ნოღაიდელის “ჩახუტება” ჩემთვის იმის მიმანიშნებელია, რომ მას შეუძლია ისევ “ჩაეხუტოს” “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ პარტიებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. ვერც ნოღაიდელისგან მოვისმინეთ რაიმე მკაფიო ახსნა, თუ რა მოეწონა მას “ედინაია რასიაში”და რით სჯობია ის “ნაციონალურ მოძრაობას”.

რაც შეეხება ქალბატონ ბურჯანაძეს, ის ალბათ კარგა ხანს ფიქრობდა, გადაედგა თუ არა ასეთი ნაბიჯი. მისი პირადი პოლიტიკური კლასი ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მაღალია, მაგრამ ეს სულაც რაც ნიშნავს, რომ მისი ყველა ნაბიჯი მისაღები და მისაბაძია. დარწმუნებული ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას ეიფორიაში არ მიიღებდა და  ეს ნაბიჯი სერიოზული გათვლების შემდეგ გააკეთა.  მისი მოსკოვში ვიზიტის შესახებ სერიოზული დასკვნები მას შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ, რაც ბურჯანაძისგან შევიტყობთ, ვისთან და რაზე ჰქონდა საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ პოლიტიკოსებს პოლიტიკური მიამიტობა არ ეპატიებათ, ჩემთვის ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ვიზიტები მაინც განსხვავებულია. მიმაჩნია, რომ ამ ორი პოლიტიკოსის მოქმედების მოტივაცია სხვადასხვა იყო. ნოღაიდელის უპირველესი სატკივარი საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებაა, რადგან ქართული ხელისუფლების მძევლად მეგულება. მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანთან, რომლის ქმარ-შვილი პირადად მონაწილეობდა სამხედრო აქციაში, რომლის მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა იყო.

- რუსეთი დიდი ხანია ცდილობს საქართველოსთან დასავლელი პარტნიორების გარეშე საუბარს, მაგრამ ჩვენ მოსკოვთან ერთი-ერთზე ურთიერთობების პრაქტიკა საკმაოდ დიდი გვაქვს და ვიცით, რომ ამგვარი რამ ქართული მხარისთვის წამგებიანია. . .

- ეჭვი მეპარება, რომ რუსეთს ჰქონდეს სურვილი, ერთი-ერთზე ელაპარაკოს საქართველოს. ეს მოსკოვის ინტერესებში არ შედის. მოსკოვში პუტინთან გამართული შეხვედრები მოლაპარაკების სტატუსის მქონე არ იყო. ეს, ჩემი აზრით, უფრო კრემლში პოლიტიკური ექსკურსიებია, ვიდრე  - რაიმე მოლაპარაკების რეალობა, რადგან მოლაპარაკებებზე მხარეებს თანაბარი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ.

მეორე, რატომაც ვფიქრობ, რომ რუსეთს არ სურს თანაბარუფლებიანი მოლაპარაკება საქართველოსთან - ამ შემთხვევაში მოსკოვი იძულებული იქნება, ყოველგვარი არამკითხე მოამბეების გარეშე დაუშვას პირდაპირი მოლაპარაკებები თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის. ეს კი, მოსკოვისთვის მიუღებელია. დღეს არსებული ე.წ. ჟენევის კონსულტაციების ფორმატი რუსეთისთვის საუკეთესოა და ათწლეულების განმავლოვაში მის მიერ კარგად გამოცდილია. ასეთი ფორმატი მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და რუსეთი რაიმე ტიპის შედეგაზე მოტივირებული არ არის.

- რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს რუსეთთან ურთიერთობების მოლაპარაკებების დაწყებას?
- ისიც უნდა გავაანალიზოთ, რატომ ვირჩევთ თავად ჩვენ სოხუმთან და ცხინვალთნ ურთიერთობისთვის რუსულ მოდელს. სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით თბილისმა თავისი დამოკიდებულება შემუშავებული სტარტეგიით გამოხატა. ჩემთვის გაუგებარია, დასავლეთის დედაქალაქებში რატომ იწვევს სტრატეგია დაუფარავ აღფრთოვანებას. რუსეთი მზად არის, ქართველებთან ერთად იმღეროს, იცეკვოს, ირბინოს, იხტუნოს, მაგრამ არ არის მზად, ისაუბროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რუსეთის მსგავსად, მზად არის იმღეროს, იცეკვოს, ირბინოს, იხტუნოს აფხაზებთან და ოსებთან, ოღონდ არანაირი კონტაქტის დამყარებას არ აპირებს ოკუპანტების მიერ მხარდაჭერილ მარიონეტულ რეჟიმებთან. გამოდის, რომ ჩვენ საკუთარ გაცხადებულ სურვილს ვეწინააღმდეგებით, როცა უარს ვაცხადებთ სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებასთან რაიმე კონტაქტზე და დიალოგზე. როგორც თბილისი უყურებს ოფიციალური მოსკოვის თვალთმაქცობას და პირფერობას ქართველებთან ურთიერთობისას, ზუსტად ასეთი ხედვა აქვთ სოხუმში და ცხინვალში თბილისის მიმართ, რადგან ჩვენ მათთან მიმართებაში, პრაქტიკულად, რუსულ მოდელს ვიმეორებთ.

რაც შეეხება მომავალს, ორივე ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებიც საკუთარი ხელისუფლებებით ბედნიერი თუნდაც იმის გამო არ არიან, რომ მათ ორ ქვეყანას შორის ომის გარდა ურთიერთოების სხვა ფორმა ვერ მოძებნეს. სწორედ ასეთ კრიტიკულად განწყობილ რეალისტებს შეუძლიათ გამართონ ერთმანეთთან მოლაპარაკებები, როგორც საზოგადოებრივმა ძალებმა და არა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა.

კრიტიკულად განწყობილი რეალისტების აზრი უკეთ იქნება აღქმული, როგორც რუსეთში, ისე  - საქართველოში. როდესაც დემოკრატიის ხარისხი საქართველოსა და რუსეთში, პრაქტიკულად, ერთნაირად უვარგისია, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამოსწორება ორივე ქვეყანაში დემოკრატიის მხარდაჭერით შეიძლება დაიწყოს. როდესაც საზოგადოებები, ერთმანეთთან კინკლაობის ნაცვლად, დემოკრატიის დაცვაზე იზრუნებენ, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ურთიერთობების პერსპექტივაზე ლაპარაკი.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა