21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:49
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:42 / 08-03-2010
"ნინო ბურჯანაძის საქციელი ჩემთვის მორალურად მიუღებელია"
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა და თუ ქართულ პოლიტიკაში მომხდარ მოვლენებს გადავხედავთ, ალბათ კიდევ ბევრი პოლიტიკოსის ფერისცვალებას უნდა ველოდოთ...  ძნელი სათქმელია, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდა თუ არა ირაკლი ალასანია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ალასანია მერობის ყველაზე რეალური კანდიდატურაა.

- ქალბატონო სალომე, თანდათან ყველა პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმა გამოიკვეთა, თუმცა მაისამდე ალბათ კიდევ არაერთი გადანაცვლება მოხდება. რას აპირებს "საქართველოს გზა"?
- როგორც პოლიტიკურად, ასევე ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ გადამიწყვეტია, შეძლებს თუ არა ჩემი პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობას. ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური ერთობის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება...

- დიახ, არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ერთიანობა ჩვენი თვითმიზანი უნდა იყოს. იგი ბრძოლის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალებაა. ზოგჯერ ერთიანობაში იმდენი სირთულე დევს, რომ ჯობს, ერთიანობას არ ვეძებდეთ და სხვა გზით ვიაროთ. თუკი ერთიანობა გარკვეული ადამიანების პრინციპების გადაბიჯებას ან ჩვენს გუნდში საეჭვო პოლიტიკოსების შემოსვლას გულისხმობს, უმჯობესია, ერთობა არ შედგეს.

- საეჭვო პოლიტიკოსები ვინ არიან?

- ზოგადად ვსაუბრობ. ერთიანობა ერთიან სტრატეგიას, საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს, ბრძოლის ერთიან მეთოდებს უნდა გულისხმობდეს.

- გავრცელებული ინფორმაციით, მერობისთვის ლევან გაჩეჩილაძეც აპირებს ბრძოლას. თქვენთვის მისი კანდიდატურა მისაღებია?

- მე უკვე დავასახელე ჩემი კანდიდატურა, ეს ირაკლი ალასანიაა, რომელსაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერა და მაღალი რეიტინგი აქვს. თუ ვამბობთ, რომ ერთიანობა აუცილებელია და უკვე არსებობს კანდიდატი, რომელიც ყველა პირობას აკმაყოფილებს, სხვა კანდიდატები რატომ უნდა ვეძებოთ?!..

- ქალბატონო სალომე, ირაკლი ალასანიას ყოყმანმა, რომელ პოლიტიკურ ძალასთან დარჩენილიყო ბოლომდე, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რით ახსნით მის საქციელს?
- ადამიანის მიმართ არსებული დამოკიდებულება მისი ერთი ნაბიჯით არ უნდა წყდებოდეს. მას დანაშაული არ ჩაუდენია, ეს იყო პატარა შეცდომა, რომლის კორექტირებაც ძალიან მალე მოხდა, ამიტომ ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამ. მცდელობა, რომ ოპოზიცია მთლიანად ჩათრეულიყო ნოღაიდელის სქემაში, მცდელობად დარჩა და ჩვენ მალე ვნახავთ, რომ ნოღაიდელი საერთოდ გაქრება ქართული პოლიტიკური სცენიდან, რადგან ის აღარავის სჭირდება.

- თუმცა ქართულ პოლიტიკურ პალიტრას თუ გადავხედავთ, ასე არ არის, მისი მხარდამჭერთა გუნდი იზრდება...
- მის გვერდით ღირებული პოლიტიკური ავტორიტეტები არ მინახავს, ანუ ქართულ პოლიტიკას ის ნამდვილად არ სჭირდება... კიდევ ერთხელ მინდა, ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრო, რომელიც, ჩემი შეფასებით, ქართულ პოლიტიკასა და ოპოზიციაში რუსული ფაქტორის შემოყვანის მცდელობა იყო. პრაიმერის ჯგუფის ამ შეხვედრის მიზანს მერობის საერთო კანდიდატის გამოვლენა და ამ პროცესში ნოღაიდელის ჩართვა წარმოადგენდა. ნოღაიდელი მოსკოვში წავიდა, როგორც მარგინალი, და დაბრუნდა, როგორც ფსევდოცენტრალური ფიგურა, რომელიც წინა პლანზე სწორედ ჭადრაკის სასახლის შეხვედრის ორგანიზატორებმა წამოსწიეს, ნაწილობრივ კი - ხელისუფლებამ.

- პუტინს ნინო ბურჯანაძეც შეხვდა და მოსკოვიდან გაკეთებული კომენტარის მიხედვით, კმაყოფილი ჩანდა. რას იტყვით ამაზე, მით უფრო, რომ თქვენ ბოლო დროს ურთიერთობა საკმაოდ გამოგისწორდათ?
- ჩვენ 9 აპრილის პერიოდში ვთანამშრომლობდით. ახლა, ნოღაიდელის მსგავსად, ბურჯანაძემაც გადაწყვიტა მოსკოვში წასვლა, რაც ჩემთვის მორალურად მიუღებელია და მიმაჩნია, რომ შეცდომაა. რაც შეეხება ურთიერთობებში ცვლილებებს, მე მასთან არანაირი განსაკუთრებული ურთიერთობა არ მქონია, რომ რამე შეიცვალოს. მის ვიზიტთან დაკავშირებით კი კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც ვიზიტის დეტალები გახდება ცნობილი.


ნინო აფხაზავა
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა