21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:44
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:00 / 19-02-2010
ალასანია თუ გაჩეჩილაძე?
თბილისის მერის არჩევნების ირგვლივ პოლიტიკური ინტრიგა მძაფრდება. 15 თებერვალს ოპოზიციის ყველაზე უფრო რეიტინგულ კანდიდატად მიჩნეულმა "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ  თბილისის საზოგადოებრიობასთან საკმაოდ წარმომადგენლობით შეხვედრაზე, ბევრისთვის მოულოდნელად, ოპოზიციის გაერთიანების საკითხი წამოსწია. 17 თებერვალს განვითარებულმა მოვლენებმა კი ისედაც არეულ ოპოზიციურ ბანაკში სიტუაცია კიდევ უფრო არია და, საერთოდ, საეჭვო გახდა არა მარტო ერთიან კანდიდატზე შეთანხმება, არამედ თვით "ალიანსის" ერთობა.

"ალიანსის" თანათავმჯდომარეებმა - დავით გამყრელიძემ და დავით უსუფაშვილმა განაცხადეს, რომ "ალიანსი" ოპოზიციას გაერთიანების  ფორმულას სთავაზობს - ყველა პარტიას მინუს ერთი და ამ "მინუს ერთში" ნოღაიდელის პარტიას გულისხმობენ.  მათ განაცხადეს, რომ ნოღაიდელს დღეს აქვს გაურკვეველი როლი ქართულ პოლიტიკაში, კრიმინალური წარსული და, შესაბამისად, ამ ადამიანთან მოლაპარაკებას "ალიანსი საქართველოსთვის" არ აპირებს.

"ალიანსის" თანათავმჯდომარეები დანარჩენ პოლიტიკურ ძალას, როგორც განაცხადეს, აძლევენ მოლაპარაკების შანსს და ყველას ეპატიჟებიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან,  წინაპირობების გარეშე. ძნელი წარმოსადგენია, რომ მიმართვის ასეთმა ქედმაღლურმა ფორმამ სხვა პარტიები თანამშრომლობისთვის განაწყოს. ალასანიას გამოსვლა კი სულ სხვა პათოსით იყო გამსჭვალული.  განცხადების ადრესატთა რეაქციაც შესაბამისი იყო.

გამარჯვების ფორმულა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში. გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ძირითად პოლიტიკურ ძალებთან ერთად შევქმნათ ის დიდი ერთობა, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას წარმოადგენს", - აღნიშნა ალასანიამ, რომელსაც არ დაუმალავს, რომ "ალიანსი" ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციის ერთ-ერთ რეიტინგულ გაერთიანებასთან, "ეროვნულ ფორუმთან". ნიშანდობლივია ისიც, რომ შეხვედრას ესწრებოდა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ერთიანი კანდიდატის აუცილებლობას დაეთანხმა, თუმცა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე არაფერი უთქვამს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არ არის გამორიცხული, ალასანიამ მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნას და მხარი ერთობლივ კანდიდატს - ლევან გაჩეჩილაძეს დაუჭიროს.

"ალიანსის" მიერ დანარჩენი ოპოზიციისათვის ადრე შეთავაზებული ფორმულა "გავერთიანდეთ ძლიერის (ალასანიას) გარშემო" განწირული აღმოჩნდა. ალასანიას მიმართვის ერთ-ერთი მთავარი ადრესატები, "პრაიმერში" მონაწილე პოლიტიკური პარტიები მის წინადადებას გაერთიანებაზე საკმაოდ ცივად შეხვდნენ გასაგები მიზეზების გამო. ალასანიამ, რომელიც თავიდან "პრაიმერში" მონაწილეობაზე თანახმა იყო, შემდეგ გადაიფიქრა. სავარაუდოდ, "რესპუბლიკელების" და "მემარჯვენეების" ზეგავლენით, რომლებიც "პრაიმერში" მონაწილე პარტიების მიმართ (ხალხის პარტია, კონსერვატორები და ზურაბ ნოღაიდელის "სამართლიანი საქართველოსათვის") ანტიპათიას არ მალავდნენ, განსაკუთრებით ნოღაიდელის მოსკოვური "ოდისეის" შემდეგ.

"ალიანსი საქართველოსთვის" განცხადებას  "კონსერვატორი" კახა კუკავა დასანანს უწოდებს. მისი აზრით, ყველა საღი აზრის მქონე ადამიანი ეთანხმება ფორმულას - ყველა მინუს ერთი,  იმ შემთხვევაში, თუ მინუსი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი და არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი. კუკავამ ხაზგასმით აღნიშნა რომ "კონსერვატორები" მიესალმნენ "ალიანსის" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებას, კონსულტაციები განაგრძოს ოპოზიციურ ერთობაზე. ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარეების განცხადებებს ოპოზიციური ერთობის ჩაშლისკენ მიმართულად აფასებს.
არასაპარლამენტოოპოზიციურ ბანაკში შექმნილ სიტუაციას შედარებით ობიექტური ანალიზი ნინო ბურჯანაძის პარტიაში მისცეს. მათ განაცხადეს, რომ ერთობის მიღწევა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის თითქმის შეუძლებელია.

გამყრელიძისა და უსუფაშვილის გამოსვლის შემდეგ განცხადება გააკეთა ალასანიას პარტიის - "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" გენმდივანმა ზურაბ აბაშიძემ: "ყველა ოპოზიციურ ძალასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას და კონსულტაციებს იმაზე, თუ როგორ მოხდეს ამ ქვეყანაში ცვლილებები." როგორც ჩანს, "ალიანსის" წევრები ვერ თანხმდებიან - ყველა მინუს ერთი, თუ ყველა ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობა.

მაშ ასე, ალასანიამ კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ეს ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის, რადგანაც ორიოდე თვის წინ "ალიანსის" წარმომადგენლები ამაყად აცხადებდნენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უპირობო ლიდერები იყვნენ და დაბალრეიტინგიან პარტიებსა და ლიდერებს ალმაცერად უყურებდნენ. როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოების კვალობაზე ძალთა თანაფარდობის რეალურად შეფასების შემდეგ "ალიანსმა" ტაქტიკა შეცვალა. "ალიანსის" წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ბოლო გამოკითხვების მიხედვით გიგი უგულავა ალასანიას დაახლოებით 10-12%-ით უსწრებს.

ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ალასანიას წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არც დაუწყია, უგულავა და ხელისუფლება კი უკვე მეოთხე თვეა არაოფიციალურ წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფებიან.

დღეს სიტუაცია ისეთია, რომ ერთიანი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება მხოლოდ ყველა ოპოზიციური სუბიექტის პოლიტიკური მადის მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილების შემდეგ მოხდება. ადგილობრივი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს რთული საქმეა, - რადგან ყოველთვის მოიძებნება პიროვნება, რომელიც მიიჩნევს, რომ საკადრისი წილი ვერ მიიღო და ბოლო მომენტში ერთობას გაეთიშება. ოპოზიციის დაქსაქსვის საქმეში კი ხელისუფლება საკმაოდ გამოცდილია.

ალასანიას ეს კომპრომისული ნაბიჯი, სავარაუდოდ, განპირობებულია როგორც ოპოზიციის გაერთიანების გულწრფელი სურვილით, ისე პრაგმატული მოსაზრებებით. ხალხი ოპოზიციას პიროვნული ამბიციების ერთხელ და სამუდამოდ გვერდზე გადადებასა და ხალხის დაკვეთის შესრულებისკენ მოუწოდებს. თანხვედრი იქნება თუ არა საზოგადოების დაკვეთასთან ოპოზიციის ერთიანობის ახალი ფორმულა, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)


მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა