21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:40
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:45 / 08-02-2010
ბაქრაძის "ბუკიკიოები"
საინტერესო ამბავი მოხდა წინა კვირაში. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჟანი ბუკიკიო ჩამოვიდა და კონსტიტუცია "ტალახში ამოგვისვარა". არაფრად ვარგაო, გვითხრა. ეს ბატონ ბუკიკიოს რომ არ ეთქვა, ისე არ ვიცოდით? როგორ არა, ექვსი წელია უკვე ამ კონსტიტუციას აკრიტიკებენ ქართველი ექსპერტები, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, მაგრამ აი, ბუკიკიომ რომ თქვა, სულ სხვა საქმეა!

თუმცა ახლა ნათქვამს რა ფასი აქვს? ამ კონსტიტუციას ისედაც ცვლის ხელისუფლება. ჰოდა, ბუკიკიოს ნათქვამზე დიდად არც უნერვიულიათ, ხომ ხედავთ, ჩვენ თვითონ ვცვლითო, მაგრამ ექვსი წელი ცუდი კონსტიტუციით რომ გვაცხოვრეს, ეგ არაფერი? როგორც ჩანს, - არაფერი! ცოტა ადრე რომ ჩამობრძანებულიყო ბატონი ბუკიკიო და იგივე ეთქვა ხმამაღლა, რა დაშავდებოდა? ალბათ, სწორედ დროის ზუსტად შერჩევისთვის დააჯილდოვა სააკაშვილმა ბუკიკიო ოქროს საწმისის ორდენით.

აბა, ბატონი ბუკიკიოს სხვა დამსახურების შესახებ ქართველი ერის წინაშე მე არაფერი გამიგია. თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადება იყო. ბუკიკიომ მთელი დღის განმავლობაში ქართული კონსტიტუცია ხომ აკრიტიკა, შემდეგ კრიტიკა არც მანიფესტაციების შესახებ კანონს დააკლო, ბაქრაძე კიდევ გამოვიდა და განაცხადა, ბუკიკიომ მითხრა, თქვენი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებაო! ახლა რომ ვთქვათ, ბაქრაძეს ჩვენი მოტყუება უნდოდაო, არ გამოვა. ბუკიკიომ ყველა თავისი განცხადება საჯაროდ გააკეთა. აბა, რა მიზანს ემსახურებოდა ბაქრაძის ეს სიტყვები? რაციონალური ახსნის მოძებნა მიჭირს. ბოლო დროს ბაქრაძის არა მარტო განცხადებების, ფუნქციის გაგებაც სულ უფრო ჭირს.

პატრიოტული აღზრდა
წინა კვირას ერთ-ერთ სკოლაში გამოსვლისას პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის იდეას და იმათ, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, დაცინვით "ე.წ. ლიბერალები" უწოდა. მეც მინდა ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდე და დავსვა კითხვა: - რატომ გახდა საჭირო სკოლებში სამხედრო-პატრიოტული სწავლების შემოღება? რაში დასჭირდა ეს ხელისუფლებას? თუ ჩვენ სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლებს გავიხსენებთ, ერთ ტენდენციას აღმოვაჩენთ: იგი მიზანმიმართულად ამახვილებს ჩვენს ყურადღებას სამშობლოს იარაღით დაცვის აუცილებლობაზე.

გაიხსენეთ გვარდიის შენობის გახსნისას მისი განცხადება იმის შესახებ, რომ სამშობლო მარტო ჯარისკაცების დასაცავი არ არის და რომ იგი ყველამ (მათ შორის ქალებმაც) უნდა დავიცვათ. შემდეგ ახალი წლის მოსალოც სიტყვაშიც კი გვერდი ვერ აუარა პრეზიდენტმა ომის თემას და განაცხადა, რომ ქართველს ერთ ხელში თოხი უნდა ეჭიროს, მეორეში - თოფი. ყველაფერი ეს და სკოლებში სამხედრო-პატრიოტული სწავლების დანერგვა ერთი პოლიტიკის ნაწილი მგონია; პოლიტიკისა, რომელიც მიზნად ქართველებში მეომრული სულის გაღვიძებას ისახავს. რატომ გახდა ეს საჭირო?

აგვისტოს ომმა ბევრ სხვა უარყოფით მოვლენასთან ერთად ერთი პრობლემაც ნათლად წარმოაჩინა: ქართველი ხალხი ომისთვის მზად საერთოდ არ აღმოჩნდა. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი იმ დღეებში ცხოვრობდა ერთი ნატვრით - ოღონდ ომი დამთავრდეს, ოღონდ მშვიდობა იყოს... ბევრი ქართველისთვის მაშინ მთავარი იყო მშვიდობა და რას მოგვიტანდა ეს მშვიდობა,  ტერიტორიების დაკარგვას თუ საერთოდ სამშობლოს დაკარგვას, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა მათთვის აღარ ჰქონდა. იმ დღეებში სწორედ კონფლიქტის ზონაში ვმუშაობდი, ჯერ გორში, შემდეგ კი ოკუპირებულ სამეგრელოში და ვერ ვნახე ვერც ერთი კაცი, ვინც იტყოდა, - რად მინდა ასეთი მშვიდობა, თუ ყველაფერს წაგვართმევენ, ვიბრძოლოთ ბოლომდე! თუმცა საკითხავია, აღზრდის კი ქართული სკოლა ქართველთა შორის მეომრულ სულს?

ავღანეთი თუ ისრაელი?
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ახალგაზრდა თაობაში მეომრული სულის აღზრდას უკავშირდება, ასეთია: - მეომრული სულის აღზრდა კარგია; ყველა ქართველში იმ შეგნების გაღვივება, რომ სამშობლო ყველას დასაცავია, კარგია! მაგრამ სადამდე მივდივართ - ავღანიზაციამდე, სადაც ყველა ბავშვი ავტომატთან ერთად იზრდება? ანუ, ხომ არ შეიძლება ისე მოხდეს, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ ომის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია. ხომ არ დავდგებით ასეთი არჩევანის წინაშე: ან რუსეთის მონობა, ან მუდმივი ბრძოლა? და თუ ასეთი არჩევანის წინაშე დავდგებით, რას აირჩევს ქართველი ხალხი?

სავსებით შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლების ახალი სტრატეგია ჩვენს ავღანიზაციას არა, მაგრამ ისრაელის ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას გულისხმობდეს, სადაც ქალებიც კი ჯარში მიდიან. ისრაელი ჩამოყალიბების შემდეგ მუდმივ ომში იმყოფება. ფაქტობრივად, ჩვენც მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ომი გვაქვს რუსეთთან და არავინ იცის, ეს როდემდე გაგრძელდება. მუდმივი ომი შეიძლება ჩვენ სულაც არ გვინდოდეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ვიდრე რუსეთი იმპერიალისტურ ზრახვებს არ დათმობს, ჩვენ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება:

ან დამორჩილება, ან ბრძოლა! დღეს ქართული პოლიტიკის მთავარი წყალგამყოფი ხაზი სწორედ ამ კითხვაზე გადის. პოლიტიკური სპექტრი ნელ-ნელა გაიყო ბრძოლისა და დამორჩილების მომხრეებად. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, სულაც არ ვიქნებოდი ბრძოლის წინააღმდეგი. თუ ისრაელს შეუძლია მუდმივად ბრძოლაში იყოს და პარალელურად განვითარდეს, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ? და თუ ხელისუფლება ამ გზაზე ფიქრობს, ამ საკითხში დავეთანხმებოდი, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან მომენტსაც შევახსენებდი:

ისრაელისთვის მუდმივი ომის პირობებში ცხოვრებას ხელი არ შეუშლია სუპერდემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო; სახელმწიფოდ, სადაც გენერალურ პროკურორს შეუძლია საქმე აღძრას ქვეყნის პირველი პირების მიმართ. ჩვენი ხელისუფლება კი სულ იმას გვიკიჟინებს, ომში ვართ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჯერ ამიტომ ვერ ვავითარებთო(?!). თუ მილიტარისტული პოლიტიკის კუთხით მივბაძავთ ისრაელს, მაშინ კეთილი ვინებოთ და დემოკრატიის განვითარების კუთხითაც მივბაძოთ. ისრაელი გვაჩვენებს, რომ ომში ყოფნა და დემოკრატიის განვითარება ერთმანეთს ხელს არ უშლის. სხვა შემთხვევაში ორი გზა დაგვრჩება: ან რუსეთის გუბერნიობა, ან ავღანიზაცია.

მერაბ მეტრეველი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა