21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:38
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:45 / 06-02-2010
ირაკლი ალასანია მიუნხენში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
ირაკლი ალასანია მიუნხენში აშშ-ის პერეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯიმ ჯონსს და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, მიუნხენიდან განუცხადა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება.

“დღეს ხანგრძლივი დისკუსია მქონდა აშშ-ის პერეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში ჯიმ ჯონსთან, ესპანეთის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, საუბარი გვქონდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ ემზადება საქართველო არჩევნების ჩასატარებლად”, - აღნიშნა ალასანიამ.
მისი თქმით, ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თვითმმართველობის არჩევენები დემოკრატიის გამოცდაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება.

”ეს გამოცდა, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ერთად უნდა ჩავაბაროთ. ძალიან დიდი ინტერესია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების მიმართ, რადგან მიიჩნევენ, რომ მხოლოდ შიდა პროცესების სტაბილურობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება გახდის საქართველოს უსაფრთხოს და ევროპის განუყოფელ ნაწილად აქცევს”, - განაცხადა ალასანიამ.

“ალიანსის” ლიდერის თქმით, იგეგმება ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან, ჯოზეფ ლიბერმანთან და ჯონ მაკკეინთან.
“მიუნჰენის უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენცია მეორე დღეა, მიმდინარეობს. ძირითადად, საუბარი ეხება ევროპული უსაფრთხოების საკითხებს, ავღანეთს, ერაყს. თუმცა, ყველა, ვინც მიუნჰენში საქართველოს წარმოვადგენთ, ვცდილობთ, საქართველოს თემა განხილვის საგანი იყოს”, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. იგეგმება “ალიანსის” ლიდერის სიტყვით გამოსვლა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. ალასანიას ინფორმაციით,  შეხვედრა ცნობილი დიპლომატისა და საუდის არაბეთის პრინცის, ტურ კალ ფაიზადის ისლამურ კვლევათა ინსტიტუტის ეგიდით გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა