21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:34
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:04 / 05-02-2010
ნინო ბურჯანაძე:”ქართველი ხალხი ელოდება აშშ-ს მხრიდან კულუარული მუშაობის შედეგებს”
ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობისა და ზეწოლის შედეგებს, რომელსაც აშშ-ის მხრიდან ნამდვილად აქვს ადგილი, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგთან და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი  იყო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისთვის მთავარია, არა მხოლოდ ამერიკის მეგობრის იმიჯის შექმნა, არამედ  დემოკრატიული ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას”, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მხრივ ქვეყანაში პროგრესი არ არის.
”ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობისა და ზეწოლის შედეგებს, რომელსაც ნამდვილად აქვს ადგილი აშშ-ის მხრიდან, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების რაიმე ნიშნები”, - მიიჩნევს  ბურჯანაძე.

”დაიცავი საქართველოს” ლიდერს, ლევან გაჩეჩილაძეს კი მიაჩნია, რომ მიუხედავად ამერიკულ მხარესთან ხშირი შეხვედრებისა და დიდი მეგობრობისა, ჯერ  მუშაობის შედეგი არც ქვეყნის უშუშროების, არც შიდა დემოკარტიის და  არც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ დამდგარა.

”ჩვენ სერიოზული დაპირებები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია პრინციპულად დააყენებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების აუცილებლობის საკითხს. საქართველო რჩება მათთვის პრიორიტეტულ ქვეყნად. დღევანდელი შეხვედრაც ჯერ ოპოზიციასთან და შემდეგ ხელისუფლებასთან, არის ხაზგასმა, რომ მათთვის პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეები და არა  - პრეზიდენტი ან რომელიმე ლიდერი”, - აღნიშნა გამყრელიძემ შეხვედრის შემდეგ.


ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის, გიორგი თარგამაძის თქმით კი, აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო სექტორის მხარდასაჭერად ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს.
”ამერიკის მთავრობა მაშინ, როცა აშშ ამცირებს ხარჯებს სხვადასხვა მიმართულებით, მზად არის, გაზარდოს დახმარება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. იმედი გვაქვს, რომ მომავალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საქართველოში, გახდება ახალი ბაზისი საზოგადოების კონსოლიდაციისთვის”, - აღნიშნა თარგამაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა სთხოვა აშშ-ის მაღალჩინოსნებს, რომ ”უფრო მჭიდრო იყოს კორდინაცია მათი სამსახურების საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ქვეყნის ხელმძღვანელობა იყოს უფრო მეტად თავშეკავებული და ყურადღებიანი ჩრდილოელი მეზობლის პროვოკაციებზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგთან და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში დღეს გაიმართა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა