21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:34
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:15 / 06-02-2010
რატომ ვერ ახერხებს ქართველი სპეციალისტი თავისი გამოგონების დანერგვას
ნოდარ მაისურაძის მიერ შექმნილი მინა ევროპულზე 20-ჯერ იაფია

დღეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, მშენებლობის ბუმია. იქმნება ახალი ნოვატორული შენობა-ნაგებობები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მინაა. ინჟინერ ნოდარ მაისურაძის ბოლო ნოვატორული პროექტიც "მართვადი გამჭვირვალობის მინა" -ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურება.

-ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე მინაზე მოთხოვნა სწრაფი ტემპით იზრდება. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელიწადს 4,5 მილიარდ კვადრატულ მეტრ მინას იყენებენ. ინერტული მასალა კი, რომლისგანაც შუშა შეიძლება დამზადდეს, თითქმის ულევია, კაცობრიობას მისი მარაგის ამოწურვა კარგა ხანს არ დაემუქრება. მინის ტექნოლოგიების სფეროში ევროპის ბაზარზე ფრანგულ და ბელგიურ კომპანიებს მოწინავე ადგილი უკავიათ, მაგრამ მათ მიერ შემუშავებული ახალი პროექტი რამდენიმე მიზეზის გამო ევროსტანდარტების კომიტეტმა არ დაუშვა.

მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ეს მინა 120 ვოლტით იკვებება, რაც გატეხის შემთხვევაში, საფრთხეს შეიცავს. ასეთი მინის ფასმა  კვადრატულ მეტრზე 2.200 ევრო შეადგინა. ამიტომ მინის ტექნოლოგიურად დახვეწის მხრივ ჩვენ სხვა გზით წავედით და განსხვავებული პროექტი შევიმუშავეთ.

-რა უპირატესობა აქვს თქვენს პროექტს?
-მისი ფუნქციაა მართვადი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ანუ შუქის გამტარუნარიანობის მართვა. პირველ რიგში, ის უსაფრთხოა. რაც შეეხება ფასს, კვადრატულ მეტრზე მისი ღირებულება 100 ევროა. ჩარჩოში მოთავსებული ყველა მინა დამოუკიდებელად იმართება, აქვს დამოუკიდებელი კვების წყარო -მზის ენერგიით იკვებება, ანუ გარდაქმნილი ოპტიკური ელექტროენერგიით -შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თვითონ ემსახურება. 

-გარდა იმისა, რომ თქვენი მინა ოცჯერ იაფი ჯდება, ვიდრე ევროპული კომპანიების მიერ შექმნილი, მაინც რა განსაკუთრებული ღირებულება აქვს ამ პროექტს და რატომ შეიძლება, ის ნოვაციად ჩაითვალოს?

-ევროპული კომპანიების მიერ შექმნილ მინას აქვს ორი მდგომარეობა -გამჭვირვალობა და გაუმჭვირვალობა, ანუ მომხმარებელს შეუძლია ან სულ ჩააბნელოს ის, ან ჩვეულებრივი გამჭვირვალე მინის მდგომარეობა დაუბრუნოს. ჩვენი მინის გამჭვირვალობა კი ნებისმიერ დონეზე შეიძლება გააჩერო. ასეთი მინების გამოყენება გათვლილია შენობა-ნაგებობებისთვის, ავტომობილებისთვის, სათვალისთვის. ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო ხანს კი რუსეთშიც, მეორე სართულის ზემოთ აიკრძალა ჩვეულებრივი მინის გამოყენება. იყენებენ მხოლოდ ნაწრთობ მინას, მისი გატეხის შემთხვევაში, შუშა წვრილ ნამსხვრევებად რომ არ ჩამოიშალოს და ქუჩაში გამვლელი არ დააზიანოს. ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მინა საკმაოდ მდგრადია და უსაფრთხო. გატეხის შემთხვევაში მას მხოლოდ ბზარები უჩნდება და ნამსხვრევებად არ იშლება.

-თქვენი პროექტი უკვე დაპატენტებულია, როგორ აპირებთ პრაქტიკაში მის დანერგვას?

-პროექტი კარგა ხანია დავაპატენტე, მაგრამ მისი განხორციელება უსახსრობის გამო ვერ ხერხდება. ყოველთვის ასე იყო კაცობრიობის ისტორიაში, სასწორის ერთ მხარეს თავსდებოდა იდეა, მეორეზე -ფული. გამომგონებელს, გამონაკლისის გარდა, არასდროს ჰქონდა თავისი იდეის განხორციელების საშუალება.

-პროექტის თუნდაც საზოგადოებისთვის გაცნობა უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა?
-ასეა. ადრე გამოფენებზე მეცნიერები, ინჟინერ-გამომგონებლები თავიანთ პროექტებს წარმოადგენდნენ, დღეს კი იმისათვის, რომ ბიზნესწრეებში ვინმემ ყურადღება მოგაქციოს, რეკლამაა საჭირო, არადა, თუნდაც საპილოტო, ერთადერთი ნიმუშისთვისაც საკმაო თანხა გჭირდება. არაერთ ბიზნესმენთან ვიყავი და გავაცანი პროექტი, ძალიან მოეწონათ, მაგრამ მერე ისეთი წუწუნი დაიწყეს, მზად ვიყავი, რაც ჯიბეში მედო, იქით მიმეცა. არ მიკვირს, სიახლეს შიში ყოველთვის ახლავს, ეს აწყობილი ბიზნესის სინდრომია, მაგრამ თუ რამე არ სცადე, ერთ ადგილზე დარჩები, ახალს ვერაფერს შექმნი და შენი ქვეყნის სახელით ვერაფერს წარადგენ მსოფლიო ბაზარზე. სახელმწიფოსთვის დახმარება არ მითხოვია. ძლივს ახორციელებს ისეთ პროექტებს, სადაც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა ლაპარაკი და როგორ გამებედა და მეთხოვა, ჩემი პროექტი დააფინანსეთ-მეთქი.

-თუმცა მსოფლიოში უამრავი მაგალითია იმისა, რომ სწორედ ასეთი ნოვაციების დანერგვით უამრავი ადამიანი დასაქმდება ხოლმე.
-ჩვენი საქმეა ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციური იდეები, ახალი პროდუქცია და არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესება, მაგრამ ქვეყანაში, სადაც წარმოება არ არსებობს, ჩემნაირ ინჟინრებზე მოთხოვნაც არ არის. ჩემთვის ეს პროექტი არის ევერესტი, თუ მის მისადგომებთან მიხვალ, უნდა ახვიდე კიდეც. მიმაჩნია, რომ ამჟამად სადღაც შუაში ვართ და მწვერვალს აუცილებლად დავიპყრობთ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)


მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა