21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:32
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:49 / 09-01-2010
ბაჩო ახალაიას განათლების მისაღებად გერმანიაში უშვებენ?
“თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია შესაძლოა მინისტრის სავარძელს დაემშვიდობოს. ახალაიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების გახმოვანებას სააკაშვილი ჯერჯერობით არ აპირებს. წყაროს ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ახალაიას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასავლეთში სწავლის გაგრძელების სურვილს დაასახელებს, როგორც ეს ირაკლი ოქრუაშვილის და ნიკა გვარამიას შემთხვევაში მოხდა. კულუარებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალაია სასწავლებლად გერმანიაში მიდის”.

“ახალაიას შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით დასავლეთი - განსაკუთრებით აშშ და ნატო კატეგორიულად  ითხოვდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირისგან ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებას... ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროდან 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს.

მათ სამინისტროში შესასვლელი სპეციალური საშვებიც კი ჩამოართვეს. ნაწილი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, ნაწილი კიდევ სხვა ქვედანაყოფებიდანაა გაშვებული. ამის მიზეზად ახალაიას უწყებაში ტესტირების წარუმატებლად გავლა სახელდება. სამხედროები პირად საუბარში ამბობენ, რომ მათთვის არავის უთქვამს, რომ სამინისტროში ტესტირება ტარდებოდა. მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია იმ სამხედროების პირადი საქმეების შესწავლა, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო მმართველობის ის სტილი, რომელაც უწყებაში თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ატარებენ”.

“ჩვენს ორგანიზაციას რამდენიმე ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ მომართა დახმარებისთვის. ისინი ამბობენ, რომ მოხდა გარკვეული ინციდენტი, რა დროსაც საქმეში უშუალოდ თავადაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ჩაერია. იგი მივიდა სამხედრო ნაწილში და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოითხოვა 25-მდე ჯარისკაცისა და უმცროსი ოფიცრის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, რაც მისმა ქვეშევდრომებმა უსიტყვოდ შეასრულეს. მათ საქმეები შეუთითხნეს და მიუთითეს, რომ სხვადასხვა დარღვევების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს აქვთ მხოლოდ წარმატებული კარიერა. მათ პირად საქმეებში არის ჯილდოები. ეს ადამიანები დღეს აღდგენას ითხოვენ. მათი სამსახურიდან დათხოვნა აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა. თავდაცვის სამინისტრომ უნდა ახსნას, რა ხდება და პასუხი უნდა აგოს იმაზე, თკუ რატომ აკეთებს ამას. ეს პროცესი ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის დროს ჩატარებულ წმენდას. არადა, დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტია”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. 

“ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა თავადაცვის სამინისტროსთვის, როდესაც ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ხდება პროფესიონალი კადრების გათავისუფლება. ნატო-ს ქვეყნებში, სულ მცირე, ორი წლით ადრე ოფიცრებმა იციან, როდის უწევთ როტაცია, ანუ შემდეგ სად გადაიყვანენ. საქართველოში ასეთი რამ არ არსებობს. აქ მთავარი პრინციპია “შენიანი-ჩემიანი”. სწორედ ამ პრინციპით ხდება დღეს თავდაცვის სამინისტროში ადამიანებს თანამდებობაზე დანიშვნა. უგულებელყოფილია ოფიცრის როგორც პროფესიონალური თვისებები, ასევე მისი განათლება და პრაქტიკა. ყველა ახალი მინისტრი შეიარაღებულ ძალებში ცვლის მთელ მომსახურე პერსონალს, რაც უარყოფითად მოქმედებს შეიარაღებული ძალებზე”, - აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე.

“მასიური გაშვება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილი დროს, ერთ თვეში 1200 ოფიცერი გაუშვეს და მათი ჩანაცვლება მოხდა პოლიციელებით. იგივე მეორდება დღესაც, ძირითადად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებით ხდება მათი დაკომპლექტება”, - დასძენს აკია ბარბაქაძე და შეკითხვას - “რა არის ამის მიზანი?” პასუხობს:
“ჯარის პირად კონტროლზე აყვანა. ასეთი დიდი ცვლილებები ამ მოკლე პერიოდში ძალიან ცუდია, ასეთი მიდგომა ანგრევს შეიარაღებულ ძალებს. დიდი ხანია, თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალი კადრები ჩანაცვლებულია შსს-ს ოფიცრებით. ახალაიას უნდა თავისთვის სანდო ხალხის დანიშვნა თანამდებობებზე. საერთოდ, ოფიცრის მომზადება დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. მარტო ჩემს განათლებაში 500 ათასი ევროა დახარჯული, რამდენი ეგეთი ჰყავთ გაშვებული? რითი აპირებენ ჩანაცვლებას? თავდაცვისუნარიანობას ანადგურებს ასეთი პროცესები”.

გაზეთი ”რეზონანსი”

 

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
დუელი ვაზელინით ერთი მთავარი კითხვა მიღრღნის გულს და პასუხი ვერ მიპოვია: აზერ სულეიმანოვს სამსახურში ვაზელინი რად უნდოდა
 
მალაიზია, ნულოვანი ტოლერანტობა და მგელი ტყეში მადლობა ხელისუფლებას, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა