დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში სკანდალია - საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის პირადი ცხოვრება ბრიტანული პრესის ფურცლებზე განხილვის თემად იქცა.
გაზეთებმა 49 წლის ჰეიგისა და პოლიტიკურ საკითხებში მისი 25 წლის მრჩევლის კრისტოფერ მაიერსის ფოტოები გამოფინეს. ვრცელდება ცნობა, რომ ამა წლის მაისის არჩევნების წინ ისინი ერთ სასტუმრო ნომერში დაბინავდნენ, რამაც მათ ჰომოსექსუალურ კავშირზე ეჭვები გააჩინა.
თავად უილიამ ჰეიგი, რომელიც 13 წელია ოფიციალურ ქორწინებაშია, თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიანტაციაზე ხმებს უარყოფს. მინისტრი აღიარებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას სასტუმროს ორსაწოლიანი ნომერი თავისთვის და მრჩევლისთვის არაერთხელ იქირავა, თუმცა ამას თუ სპეკულაციები მოჰყვებოდა, მაშინ ეს ვერ განჭვრიტა. მისი თქმით, ამ სკანდალის გამო მაიერსი იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა.
ჰეიგის აღნიშნავს, რომ სკანდალის გამო მისი, როგორც მინისტრის საქმიანობა არ დაზარალებულა, თუმცა ბრიტანულ პრესაში უკვე საუბრობენ სახელმწიფო მოხელის თანამდებობიდან ჰეიგის სავარაუდო გადადგომის შესახებ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
11:25 / 03-09-2010
სკანდალი დიდ ბრიტანეთში: საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ჰომოსექსუალი არ არის

























