21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:23
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:18 / 03-09-2010
პუტინის მედია-დაბრუნება
m.letemps.ch

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც სჩანს, პრემიერ-მინისტრს და დიმიტრი მედვედევს შორის ბრძოლა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, რომლისთვისაც საჯარო წარმატებები უცხო არ არის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტელევიზიითა და პრესით უამრავი შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. ხმაურიანი პოლიტიკური დაბრუნება, როგორც სჩანს იმ კამპანიის დაწყებას ადასტურებს, რომლის მიზანიც 2012 წლის გაზაფხულის არჩევნების დროს კრემლის გასაღების დაბრუნებაა.

საშინელი სიცხის და ხანძრების პიკია. პრეზიდენტი მედვედევი კრემლის კაბინეტიდან ან სოჭის საზაფხულო რეზიდენციიდან გონივრულად ერევა სიტუაციაში, პრემიერ-მინისტრი კი კამერების წინ განადგურებულ სოფელს სტუმრობს და ხანძრით მოცულ ტერიტორიებზე თვითმფრინავით დაფრინავს.

ხანგრძლივი ინტერვიუ

შემდეგ ჩვენ ის კამჩატკაზე, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ვნახეთ, სადაც ვეშაპს არბალეტს უმიზნებდა, რათა კვლევებისთვის სინჯი აეღოთ. გარდა ამისა, ჩვენ პრემიერი ციმბირის ტყეში, კვლავ კამერების გარემოცვაში ვნახეთ, სადაც მეცნიერებთან ერთად რუხ დათვებს აკვირდებოდა.

ამ კვირაში პოლიტიკური დაბრუნებისთვის პუტინმა ყვითელი ფერის ლადა აარჩია. რუსული წარმოების (საავტომობილო პატრიოტიზმი გავალდებულებს) პატარა ავტომობილის საჭესთან პრემიერ-მინისტრი მონაკვეთის ინაუგურირებას ახდენდა. ამ მონაკვეთმა ციმბირი და ვლადივოსტოკი, იაპონიის ზღვის სანაპიროზე მდებარე დიდ რუსულ პორტს უნდა დააკავშიროს.

სწორედ გზაში ავტომობილის მართვისას, ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ხანგრძლივი ინტერვიუ მიეცა გაზეთ „კომერსანტისთვის“. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კრემლში ყოფნის პერიოდს დიფირამბებს უმღეროდა (მე არაფერს შევცვლიდი იქიდან, რაც გავაკეთე - რამდენჯერმე დარწმუნებით განაცხადა მან, ჟურნალისტის წინააღმდეგობის მიუხედავად), საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე კრემლის პოლიტოლოგებს რამდენიმე ფრაზა გადაუგდო.

2012 წლის საპრეზიდენტო კამპანია პუტინს ისევე აინტერესებს „როგორც ყველას… მაგრამ სინამდვილეში, სხვებზე მეტად“ - აღიარებს იგი, მაგრამ ამტკიცებს რომ ის ამ საკითხს არ „აფეტიშებს“. ღირს კი ეს დღევანდელი პრეზიდენტისთვის ფეხის დადებად მივიჩნიოთ? აღმასრულებელი ხელისუფლების ტანდემი არაფერს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის არჩევაზე, რითაც ექსპერტებს არ უტოვებს სხვა გზას, თუ არა დაკავდნენ ამ ორს შორის არსებული რეალური, თუ მოჩვენებითი კონკურენციის ანალიზით.

მაგალითად პრეზიდენტის აგვისტოს გადაწყვეტილება შეეჩერებინა ავტომაგისტრალის მშენებლობის სადაო პროექტი, რომელსაც მანამდე მხარს ვლადიმერ პუტინი უჭერდა, ზოგიერთების აზრით აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს შორის კონკურენციის დაწყებას მოწმობს. „მათ შორის განხეთქილება ასე მკაფიოდ პირველად იგრძნობა“ - ამტკიცებს პრესაში პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი.

სხვა ანალიტიკოსები კი, მედვედევსა და პუტინში უფრო კარგი და ცუდი პოლიციელის რუსულ ვერსიას ხედავენ. „ისინი უბრალოდ ორ განსხვავებულ აუდიტორიას მიმართავენ“ - მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინს. დიმიტრი მედვედევი - უფრო ლიბერალურ ურბანულ ელიტას, ვლადიმერ პუტინი კი - მუშებს, დიასახლისებს და რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

პოპულარობა იზრდება

უდაოა, რომ საზაფხულო ბუნებრივი კატასტროფა პრემიერ-მინისტრის რეიტინგზე პოზიტიურად აისახა და ახლა მედია ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტ მედვედევის უნარს ისეთი პიარ-სტრატეგიის შემუშავება შესძლოს, რომელიც მას „ჰიპერ-პრემიერ-მინისტრზე“ უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარებოდა. ამ ზაფხულს სტატისტიკის მსუბუქი გაუარესების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა პოპულარობის დონით ისევ ნახტომი გააკეთა. ზოგჯერ მაჩვენებლები 80%-ს აღწევს.

თითქოს კრემლის დღევანდელ ბინადარს ხშირად ოპოზიციაც არაფრად აგდებს. ორ თვეში ერთხელ ოპოზიციონერები მშვიდობიანი შეკრების უფლების მხარდასაჭერად იკრიბებიან. 31 აგვისტოს მომიტინგეები გამეტებით გაჰყვიროდნენ ლოზუნგს „რუსეთი პუტინის გარეშე“, პრეზიდენტი მედვედევი კი არც ერთხელ არ უხსენებიათ…

ალექსანდრ ბილეტი

ForeignPress
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეროჟა ვანშია! ნინო კალანდაძე გამოვიდა ბრიფინგზე და სულ "ცუდო, ცუდო" უძახა ლავროვს, - როგორ თუ ცხინვალსა და სოხუმში ჩავიდაო?!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა