მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, კომპანია ”Microsoft”-ის დამაარსებელი და მილიარდერი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა გაერო-ს მოსახელობის ფონდის (გმფ) პრემიის ლაურეატები გახდნენ, განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარტინ ნესირკიმ.
ეს ჯილდო გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს დააწესა და მას 1983 წლიდან გაერო-ს მოსახლეობის ფონდის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად ანიჭებენ ადამიანს ან ორგანიზაციას გმფ-ს ამოცანების გადაჭრის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნული ორგანიზაციის ამოცანებს შორის შედის - მამაკაცთა, ქალთა და ბავშვთა თანაბარუფლებიანობის უზრუნველყოფა ჯანსაღ ცხოვრებასთან და მის შენარჩუნებასთან მიმართებაში.
გმფ-ს პრემია ოქროს მედალი, დიპლომი და ფულადი ჯილდოა, რომელსაც ლაურეატები ნაწილობრივ საქმელმოქმედო მიზნებით გასცემენ.
გმფ სხვადასხვა ქვეყნებსსიღარიბის შემცირების, ოჯახის დაგეგმარების, ქალთა უფლებების დაცვის, უსაფრთხო მშობიარობისა და შიდს-თან ბრძოლის პროგრამების შემუშავებაში ეხმარება.
ბოლო წლების განმავლობაში ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდმა საკმაოდ დიდი თანხა გაიღო ამ მიზნებით. მათი ფონდიდან ასობით მლნ დოლარი დაიხარჯა შიდს-თან, ტუბერკულოზთან, მალარეასა და შიმშილთან ბრძოლაზე. 2010 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეიტსმა 10 მლრდ დოლარის გამოყოფის პირობა დადო მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში უახლესი ვაქცინების შემუშავებისა და წარმოებისთვის.
გეიტსი, რომელიც ”Forbes”-ის ვერსიით ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს მილიარდერთა სიის სათავეში იყო, 2009 წელს ”Microsoft”-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა, რათა საკუთარი თავი მთლიანად ქველმოქმედებისთვის მიეძღვნა.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.
17:29 / 10-03-2010
ბილ გეიტსს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის პრემია მიანიჭეს

























