კოლუმბიის შტატის ხელისუფლებამ 9 მარტს 150 ჰომოსექსუალი წყვილის ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით ნებართვა ვაშინგტონში 3 მარტს შევიდა ძალაში. ამის შემდეგ ვაშინგტონის მთვარობამ იმ შტატების სია შეადგინა, სადაც მსგავსი ქორწინება კანონიერად მიიჩნევა. ჰომოსექსუალებს ურთიერთობის ფორმალურად დაკანონება ნიუ-ჰემპშირში, კონექტიკუტში, ვერმონში, მასაჩუსეტსა და აიოვას შტატშია ნებადართული.
საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლის, ლინ გუროვიცის თქმით, ყველა წყვილი არ აპირებდა ქორწინების სასამართლოში გაფორმებას. ზოგმა ეკლესია არჩია, ზოგმა კი - კერძო ცერემონია, ხოლო სამი ცერემონია ”Human Rights Campaign”-ის ოფისში გაფორმდა.
ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ჰომოსექსუალთა, ბისექსუალთა და ტრანსვესტიტების უფლებათა დაცვის მონიტორინგით არის დაკავებული.
ქორწინების რეგისტრაცია შტატის მთავრობის დადგენილებით 45 დოლარი ღირს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.
16:44 / 10-03-2010
ვაშინგტონის მთავრობამ 150 ჰომოსექსუალი წყვილი დააქორწინა

























