ამერიკის უკმაყოფილება გამოიწვია ისრაელის გადაწყვეტილებამ იერუსალიმის არაბულ ნაწილში 1600 საცხოვრებელი სახლის აშენების შესახებ.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება და ვაშინგტონის პოზიცია ამგვარად ახსნა: ”აშშ მზად არის დაეხმაროს კონფლიქტის იმ მხარეს, რომელიც მზად იქნება ”მშვიდობისთვის გარისკოს”.
თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისრაელის მთავრობა სხვა რისკზე წავიდა. იერუსალიმში ვიზიტის დროს, ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოსავლეთ იერუსალიმში, ულტრარელიგიურ რამათ-შლომოს რაიონში საცხოვრებელი სახლების შენებლობის შესახებ განაცხადა.
ბადენის თქმით, ”არაპირდაპირი მოლაპარაკებების წინ ამ გადაწყვეტილების მიღება სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც ჩრდილს აყენებს ესოდენ აუცილებელ ნდობას და ეწინააღმდეგება ისრაელში გამართულ კონსტრუქციულ დისკუსიებს”.
მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრს თავის მართლება მოუხდა. ”არავის უფიქრია თქვენი ჩაყენება რთულ მდგომარეობაში. თქვენ ისრაელის ნამდვილი მეგობარი ხართ” - შეეცადა იგი ბაიდენის დარწმუნებას. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრს ელი იშაის ”არადროული” მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართა.
ისრაელის ამ გადაწყვეტილებამ პალესტინის ხელისუფლება აღაშფოთა. პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასის თანაშემწემ ნაბილ აბუ რუდეინმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არაპირდაპირ მშვიდობიან მოლაპარაკებებს, რომელზე თანხმობა მხარეებმა უკვა განაცხადეს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

























