კიევში ჩატარებული მიტინგის მონაწილეებმა მოიწონეს რეზოლუცია გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიციის შექმნის შესახებ და ოპოზიციის ლიდერად ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო აირჩიეს.
სამართალდამცავთა შეფასებით, მიტინგში 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
იულია ტიმოშენკოს ბლოკის წარმომადგენელთა გარდა, მიტინგში მონაწილეობდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, სამშობლოს დამცველთა პარტია და სხვა.
დემონსტრაციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციაში გაწევრიანდებიან ეროვნული ინტერესების დამცველი სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები.
ოპოზიციის დეკლარირებულ მიზნებს შორისაა უკრაინის ევროპული მიმართულებით განვითარება, დემოკრატიის დაცვა, სოციალურ თემებზე ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შექმნა, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
19:21 / 09-03-2010
იულია ტომოშენკო უკრაინის ოპოზიციის ლიდერი გახდა

























