საფრანგეთის პირველმა ლედიმ კარლა ბრუნმა, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე პროტოკოლს იგნორირება გაუკეთა, იტყობინება ”InoPressa.ru”.
ბრიტანულმა პრესამ ხელიდან არ გაუშვა კარლა ბრუნის მიერ მიცემული ”ოქროს” შესაძლებლობა. აღნიშნული ვახშამი დიდი განხილვების საგანი გახდა.
რუსეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლესთან ოფიციალურ ვახშამზე ბრუნი უმშვენიერეს ლურჯ კაბაში გამოწყობილი მივიდა, თუმცა ჟურნალისტები ცნობილი ფრანგი სტილისტების მიერ სპეციალურად ბრუნისთვის შექმნილი კაბითა და ფეხსაცმლით სულაც არ გაოცებულან, მათი აღელვების მიზეზი ის იყო, რომ საფრანგეთის პირველმა ქალბატონმა მამაკაცების ფანტაზიას გასაქანი არ მისცა და ოფიციალურ საღამოზე ბიუსტჰალტერის გარეშე გამოცხადდა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.
იხილეთ ფოტოგალერეა
12:43 / 09-03-2010
კარლა ბრუნი მედვედევთან ოფიციალურ ვახშამზე, ბიუსტჰალტერის გარეშე გამოცხადდა

























