21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:13
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:26 / 09-03-2010
გაეროს უშიშროების საბჭო მიესალმება ერაყში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს
გაეროს უშიშროების საბჭო მიესალმება 7 მარტს  ერაყში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მკვეთრად აკრიტიკებს  ექსტრემისტების მცდელობას, ტერაქტების გზით ჩაეშალათ იგი - ნათქვამია  გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განცხადებაში.

ერაყელებს მიულოცა ასევე გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, რომლის თქმით, უსაფრთხოების მხრივ არსებულ  ურთულეს პირობებში ერაყელებმა გამოიყენეს კონსტიტუციით მინიჭებული - ხმის უფლება.

მიუხედავად უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებისა, არჩევნების დღეს აფეთქებებმა 38 ადამიანი იმსხვერპლა, 100 ადამიანი დაჭრილია. წინასწარი მონცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 62,3 %-მა, რამაც, გაეროს მისიის აზრით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ერაყისთვის ეს არჩევნები უდიდესი მნიშვნელობის მქონეა, რადგან მან უნდა განსაზღვროს  ქვეყნის ბედი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამერიკის ჯარის ერაყიდან გასვლის პროცესს სწორედ ახალი პარლამენტის მიერ არჩეულმა მთავრობამ უნდა ადევნოს თვალყური.

ამასთან, როგორც ტელეკომპანია ”ალ-ჯაზირა” იუწყება, ერაყის პრემიერ-მინისტრის ბლოკი სახელწოდებით ”კანონის სახელმწიფო”  ბაღდადსა და  ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში გამარჯვების შესახებ განცხადების გასაკეთებლად ემზადება.
ისლამური პარტიის  ”ალ დაავა”  ერთ-ერთი ლიდერის ჰეიდარ ალ აბადის განცხადებით, ნური ალ მალიკის მომხრეები ეთანხმებიან არჩევნების წინასწარ მონაცემებს, რომლის თანახმად, 10-18 პროვინციაში ლიდერობენ.

”იტარ-ტასი”-ს ცნობით, გავლენიანი პროირანული დაჯგუფების -  ერაყის უმაღლესი ისლამური საბჭოს წარმომადგენელი, აპროტესტებს წინასწარ შედეგებს და აცხადებს, რომ ერაყის ნაციონალური კოალიციას შიიტურ ოლქებში პრემიერის ბლოკთან თანაბარი შედეგები აქვს.

მომზადებულია rian.ru-ს და  newsru.com-ის მიხედვით.


მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეროჟა ვანშია! ნინო კალანდაძე გამოვიდა ბრიფინგზე და სულ "ცუდო, ცუდო" უძახა ლავროვს, - როგორ თუ ცხინვალსა და სოხუმში ჩავიდაო?!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა