სტატიაში, რომელიც რიუემ ”Spiegel”-ისთვის ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე გენერალ კლაუს ნაუმანთან, წარსულში გავლენიან დიპლომატ ფრანკ ელბესთან და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს დაგეგმარების შტაბის ყოფილ ხელმძღვანელ, უილრიხ ვაისერთან ერთად დაწერა, აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი სახით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ძალა არ შესწევს თავი გაართვას მის წინაშე დასახულ ამოცანებს.
იმისთვის, რომ ნატო-მ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს, ავტორების აზრით, ძალაუფლების სამი ცენტრის სტრატეგიული გაერთიანება უნდა მოხდეს: ჩრდილოამერიკულის, ევროპულისა და რუსულის. ამ მიზნით ბლოკის მასშტაბური რესტრუქტურიზაცია უნდა განხორციელდეს და ”რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესასვლელად კარი გაუღონ”.
თავის მხრივ რუსეთი ნატო-სთან მიმართებაში, ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების მსგავსად, საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის მზად უნდა იყოს. სტატიის ავტორები ამასთანავე აღნიშნავენ, რომ რუსეთის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ბლოკის შიგნით აუცილებელი ინსტიტუციური ცვლილებები საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

























