21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:12
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:15 / 09-03-2010
კონგრესის მიერ გენოციდზე მიღებულმა რეზოლუციამ თურქეთი გაანაწყენა
The Wall Street Journal

ამერიკული კონგრესის მიერ 1915 წელს სომხების მასობრივი მკვლელობების ფაქტის დაგმობის საპასუხოდ, ანკარამ, ვაშინგტონიდან ელჩი გაიწვია.

აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმანეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკლელობას გენოციდის აქტად აღიარებს. ბოლო მომენტში ობამას ადმინისტრაცია ამისთვის ხელისშეშლას შეეცადა, თუმცა კონგრესმენებმა უკან არ დაიხიეს. შედეგად, ამერიკის და თურქეთის ურთიერთობები გაცივდა.

კონგრესის კომიტეტის რეზოლუცია 23 ხმით 22-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული და თავად კონგრესში მისი მომავალი გაურკვეველია, თუმცა ყველა შემთხვევაში ის თურქეთთან, ახლო-აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში საკვანძო მოკავშირესთან, ურთიერთობებს გააფუჭებს. კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში ანკარამ კონსულტაციებისთვის ვაშინგტონიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. თურქეთმა 2007 წელს ანალოგიური ნაბიჯი გადადგა, როდესაც კონგრესმა მგავსი რეზოლუცია მიიღო.

კენჭისყრის შედეგებმა ასევე შეაშფოთა მსხვილი თავდაცვითი ამერიკული კომპანიები, მათ შორის Lockheed Martin, Boeing, Raytheon, United Technologies და Northrop Grumman. მათ თურქეთის ვერტმფრენებით, რაკეტებითა და F-35-ის ტიპის გამანადგურებლებით მომარაგებასთან დაკავშირებული პროექტები აქვთ და ახლა კონტრაქტების გარეშე დარჩენის ეშინიათ.

კენჭისყრა თურქეთის რადიოს და ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და სერიოზული დარტყმა მიაყენა,  თურქეთის სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ისედაც არცთუ წარმატებულ მცდელობებს.

სომხური ვერსიით, 1915 წელს ოსმანეთის იმპერიის აგონიის დროს 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს. სომხები ამ ხოცვა-ჟლეტას ჰოლოკოსტის წინმსწრებ ფაქტად მიიჩნევენ. ბევრი ისტორიკოსი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ უდაბნოში  სიკვდილით დასჯის და მასობრივი დეპორტაციის ფაქტები გენოციდის ფორმულირებას იმსახურებს. თავის მხრივ თურქები ამტკიცებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი ნაკლებია. თურქ მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი იმ სამოქალაქო ომის შედეგი იყო, რომლის პროვოცირებაც პირველი მსოფლიო ომის პერიოდის თურქეთის მოწინააღმდეგეებმა (მათ შორის რუსეთმა) მოახდინეს და სისასტიკეს ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი.

ობამას ადმინისტრაცია შეეცადა კომიტეტის წევრები რეზოლუციის წინააღმდეგ განეწყო. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს კალიფორნიიდან დემოკრატ-კონგრესმენს ჰოვარდ ბერმანს დაურეკა და "გასაგებად უთხრა მას, რომ კომიტეტის ქმედებები ცუდად აისახებოდა ურთიერთობების ნორმალიზების" პერსპექტივაზე თურქეთს და სომხეთს შორის - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიკ ჰამერმა.

ამან იმ დაპირებების კომპრომეტირება მოახდინა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამამ გასცა. 2008 წლის იანვარში, ჯერ კიდევ სენატორად ყოფნისას მან განაცხადა - "პრეზიდენტი რომ გავხდები, მე ვცნობ სომხების გენოციდს", თუმცა ხუთშაბათს მაიკ ჰამერმა ასევე აღნიშნა, რომ "პრეზიდენტის პოზიცია 1915 წლის მოვლენებზე ცნობილია და მისი შეხედულებები არ შეცვლილა".

ობამას ადმინისტრაცია ოთხშაბათამდე ცდილობდა არ შეხებოდა დაგეგმილი კენჭისყრის საკითხს. ეს მკვეთრად განსხვავდებოდა ბუშის და კლინტონის ადმინისტრაციების პოზიციებისგან, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებოდნენ რეზოლუციის მიღებას გენოციდის აღიარებაზე. ოთხშაბათს ბატონმა ობამამ თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულის დაურეკა და მადლობა გადაუხადა მას იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც თურქეთი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის იჩენს და მოითხოვდა საზღვრის გახსნაზე პროტოკოლების სწრაფ რატიფიკაციას, იუწყება თეთრი სახლი.

"კენჭისყრის შედეგები კალიფორნიის ქალაქ გლენდეილის სომხური დიასპორის ბევრ წევრს გაახარებს, რომელთა რიცხვი 80 000-მდეა" - ამბობს გლენდეილელი ადვოკატი, სომხეთის ნაციონალური კომიტეტის მრჩეველი ვიკენ პაპაზიანი. "ეს საკითხი გარკვეული თვალსაზრისით ყველა სომეხს აღელვებს" - მიაჩნია მას - "დრო გადის, მაგრამ იმ პერიოდის მოვლენები რჩება".

1975 და 1984 წლებში კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ ხმა მისცა იმას, რომ 1915 წლის მკვლელობებისთვის გენოციდი ეწოდებინათ, თუმცა ჩინოვნიკების განცხადებით კონგრესს სრული შემადგენლობით ასეთი რეზოლუცია არც ერთხელ არ მიუღია. სომეხი ლობისტები ყოველწლიურად ცდილობენ ამ საკითხზე კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებას, მაგრამ პირველი ათწლეული არ არის რაც თეთრი სახლის წინააღმდეგობას აწყდებიან, რომელსაც არ სურს თურქეთის გაღიზიანება. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდება. ყოველ შემთხვევაში 2007 წლის რეზოლუციის პლენარული კენჭისყრა ბუშის ადმინისტრაციამ დაბლოკა.

"ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სომხეთთან დაახლოვების იდეა: ახლა საზღვრის გახსნა არ შეიძლება" - მიაჩნია ანკარას ახლო-აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორს ჰუსეინ ბაგჩის. ის ვარაუდობს, რომ თურქეთში ბოლო წლების ანტი-ამერიკული განწყობა კიდევ უფრო გაიზრდება და თურქები კენჭისყრის შედეგებს მთავრობის საგარეო პოლიტიკის მარცხად ჩათვლიან.

თურქეთის პატარა სომხურმა დიასპორამ თავშეკავებული კომენტარი გააკეთა. "ჩვენ თურქებთან ერთად ვცხოვრობთ და პირველად 100 წლის განმავლობაში დღეს თურქეთი იცვლება" - ამბობს ეტიენ მახჩუპიანი, ორენოვანი თურქულ-სომხური გაზეთის Agos-ის რედაქტორი. მისი წინამორბედი გრანტ დინკი 2007 წელს თურქმა ნაციონალისტმა მოკლა. "რა თქმა უნდა, 1915 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ კონკრეტულად რას უწოდებს მას აშშ-ის კონგრესი".

ჯონ მაკკინონი, მარკ ჩემპიონი
ForeignPress
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სეროჟა ვანშია! ნინო კალანდაძე გამოვიდა ბრიფინგზე და სულ "ცუდო, ცუდო" უძახა ლავროვს, - როგორ თუ ცხინვალსა და სოხუმში ჩავიდაო?!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა