სიგარეტისთვის თავის დანებებას ობამა კარგა ხანია გეგმავს. რაც შეეხება ქოლესტერინისგან თავისუფალ საკვებს, აშშ-ის პრეზიდენტი, ისევე, როგორც ამერიკელების უმრავლესობა, სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმარი და ჰამბურგერების მოყვარულია.
ის არაერთხელ გამოიჭირეს ფოტოგრაფებმა ჰამბურგერით პირგამოტენილი. ამგვარი საკვები კი, როგორც ცნობილია, ჯანმრთელობისთვის არცთუ სასარგებლოა. ასე რომ, ობამას კიდევ ერთ საყვარელ ჩვევაზე მოუწევს უარის თქმა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























