აშშ-ის ექს-პრეზიდენტის მთავარმა სტრატეგმა, კარლ როუვმა მოგონებების წიგნი გამოაქვეყნა. როგორც ავტორი წიგნში აცხადებს, ჯორჯ ბუშის რეპუტაცია ყველაზე მეტად იმ ფაქტმა დააზარალა, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი არ აღმოჩნდა.
მემუარებში როუვი წერს, რომ ბუში უფრო აქტიურად უნდა დაეცვა, როდესაც მას იმაში ადანაშაულებდნენ, რომ სადამ ჰუსეინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის შესახებ საუბრისას ცრუობდა.
პოლიტიკურ საკითხებში ჯორჯ ბუშის ყოფილ მრჩეველს მიაჩნია, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე სერიოზული შეცდომა იყო.
ამასთან, სტრატეგმა ბუშის ადმინისტრაციის მიღწევებს ”შთამბეჭდავი, მტკიცე და მნიშვნელოვანი” უწოდა.
საკუთარ წიგნში, სახელწოდებით ”სიმამამაცე და შედეგები”, როუზი ბუშს იცავს და აღნიშნავს, რომ საბოლოოდ მის დამსახურებებს დააფასებენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
13:34 / 08-03-2010
ბუშის ყოფილმა სტრატეგმა მემუარები დაწერა

























