გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ARD-Deutschlandtrend) დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა სამი მეოთხედი, 72 პროცენტი უკმაყოფილოა “კონსერვატორებისა” და “ლიბერალების” კოალიციური მთავრობით, რომელსაც ანგელ მერკელი ხელმძღვანელობს.
ამასთან, გამოკითხულთა 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ კოლიციური მთავრობის წევრები ერთმანეთთან არაეფექტურად თანამშრომლობდნენ.
მერკელის მართვის სტილი გამოკითხულთა 85 პროცენტს არ მოსწონს. გერმანელთა უმრავლესობის აზრით, კანცლერმა უფრო ნათლად უნდა განსაზღვროს თავისი კაბინეტის მუშაობა. ამის მიუხედავად, ანგელა მერკელი მეორე ადგილს ინარჩუნებს გერმანიის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსთა ნუსხაში. კანცლერი პირველობას მხოლოდ თავდაცვის მინისტრს კარლ-ტეოდორ გუტენბერგს უთმობს.
"ინტერპრესნიუსი"
19:17 / 06-03-2010
გერმანელთა სამი მეოთხედი ანგელა მერკელის მთავრობით უკმაყოფილოა

























