ყურადღების ცენტრში რომის პაპის, ბენედიქტე XVI-ის კამერდინერი, ანჯელო ბალდუჩი და წმინდა პეტრეს ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი, გინედუ ეხიემი აღმოჩნდნენ.
რომის კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი სკანდალის შესახებ თითქმის შემთხვევით გახდა ცნობილი.
ბალდუჩი თაღლითური კონტაქტების დამყარებაში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც პოლიცია მის სატელეფონო საუბრებს ისმენდა და შემთხვევით მამაკაცთა პროსტიტუციის სქემის შესახებ შეიტყო.
პოლიციის მონაცემებით, ნიგერიული წარმოშობის 40 წლის მგალობელი ეხიემი, სატელეფონო საუბრებში ბალდუჩის მამაკაცთა სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა.
გამომძიებელთა თქმით, საუბარია დაახლოებით 10 შემთხვევაზე. საუბრების ჩანაწერების მიხედვით პოლიცია ვარაუდობს, რომ ეხიემი ბალდუჩის სემინარისტებს სთავაზობდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
16:43 / 06-03-2010
ვატიკანში გეი-პროსტიტუციის გარშემო სკანდალი აგორდა

























