21 მაისი 2012 ორშაბათი - 20:04
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:41 / 07-09-2010
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბედნიერებისთვის თვეში 6 250 დოლარი საკმარისია
პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი ფული სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის. აღმოჩნდა, რომ ცხოვრებისეული პრობლემების გასაქარწყლებლად წელიწადში 75 ათასი, ანუ თვეში 6250 დოლარი საკმარისია.

კვლევის ავტორები ეკონომისტი ანგუს დიტონი და ფსიქოლოგი დენიელ დანამენი აღნიშნავენ, რომ თანხის სწორედ ეს ოდენობაა ბედნიერების განმსაზღვრელი, რადგან თუკი ადამიანი ნაკლებს გამოიმუშავებს, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და კონფლიქტებს ძნელად უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ თუ ადამიანს წელიწადში 75 ათასზე მეტი აქვს, ეს კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდას აღარ აძლიერებს.

კვლევაში მონაწილეობა 450 ათასმა ამერიკელმა მიიღო. გამოკითხულა 85% აცხადებს, რომ დილით საუკეთესო განწყობაზე იღვიძებს მიუხედავად იმისა, რამდენს უხდიან. სტრესული მდგომარეობაში 24% იმყოფება, ასევე 24%-მა აღირა, რომ დეპრესიაშია.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 51%-ს, რომლებიც თვეში ათას დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, მეუღლესთან განქორწინების საშიშროება აფიქრებთ.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ფული ბედნიერებასთან არაპირდაპირ კავშირშია: "მაღალი შემოსავალი ვერ გაგაბედნიერებთ, მაგრამ ცხოვრების ისეთ პირობებს შეგიქმნით, რომელსაც ბედნიერებად ჩათვლით”.

მომზადებულია time.com-ის მიხედვით.



ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა