21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:54
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:17 / 13-03-2010
პომადა და ქალის ხასიათი
ამბობენ, ქალის ხასიათის მეტ-ნაკლები სიზუსტით ამოცნობა იმის მიხედვითაც შეიძლება, თუ რა ფერის პომადას იყენებს და როგორ ისვამს მასო...
თუ ტუჩებს იშვიათად, თანაც მსუბუქად და მქრქალი ფერის პომადით იღებავთ - მორიდებული, თავშეკავებული, ეკონომიურად მხარჯველი მანდილოსანი ბრძანდებით. გიძნელდებათ ადამიანებთან კონტაქტი, განსაკუთრებით - მამაკაცებთან. იშვიათად გამოხატავთ გრძნობებს.

თუ საათობით დგახართ სარკის წინ და პომადას წამდაუწუმ იმატებთ - ისე, რომ იგი სქელ ფენად რჩება ტუჩებზე, მაშინ თავმოყვარე, მფლანგველობისკენ მიდრეკილი ადამიანი ხართ; გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, განსაკუთრებით - მამაკაცების წრეში. ხშირად ჰყვებით გრძნობებსა და ემოციებს.
თუ გაკვრით, ულაზათოთ ისვამთ - ისე, რომ პომადა ზოგჯერ ტუჩის კონტურსაც სცილდება, მაშინ უზრუნველი ხართ. არცთუ დიდ ყურადღებას უთმობთ საკუთარ გარეგნობას. გამოირჩევით იმპულსურობითა და გულკეთილობით.

თუ გულდასმით ისვამთ; იყენებთ არა მარტო პომადას, არამედ კონტურისთვის განკუთვნილ ფანქარსაც, მაშინ თავდაჯერებული ხართ. ყველანაირ სიტუაციაში ინარჩუნებთ გამბედაობასა და იშვიათად კარგავთ წონასწორობას. თქვენი გული ემორჩილება გონებას, ამიტომ მამაკაცებთან ავანტიურა გამორიცხულია.
თუ პომადას ყოველთვის ტანსაცმლის ფერის მიხედვით არჩევთ, ოპტიმისტი და კეთილი ხართ. გყავთ ბევრი მეგობარი, თუმცა ამასთანავე, ცოტა არ იყოს, სენტიმენტალურობაც გახასიათებთ. მოგონებები ყოფილ მამაკაცებზე, თქვენი სისუსტეა.

თუ პომადას ბოლომდე ხარჯავთ - ისე, რომ შიგ აღარაფერი რჩება, ემოციური ქალბატონი ბრძანდებით. განწყობილება ხშირად გეცვლებათ - ხან გულიანად იცინით, ხანაც ატირებას არაფერი გიკლიათ. თუმცა კარგი მეგობრობა შეგიძლიათ.

თუ წლების განმავლობაში ერთი და იმავე ფერის პომადას ხმარობთ, გულმავიწყი ხართ. ცხოვრებაში არცთუ ცოტა პრობლემა გქონიათ. უზუსტობის, გულმავიწყობისა და არათანამიმდევრულობის გამო, ხშირად გიწევთ დამატებითი საქმის კეთება და მეგობრებთან ურთიერთობის გარკვევა.
თუ პომადას იშვიათად, მხოლოდ საღამოობით ან საგანგებო შეხვედრის წინ ისვამთ, ენერგიული და მიზანდასახული ხართ, ისწრაფვით კარიერისკენ.

თუ სინჯავთ ყველანაირ პომადას, რაც კი მოდურია, მაშინ იმპულსური ხართ, თქვენთვის უცხოა სიმშვიდე და მოთმინება. მუდამ მოძრაობასა და მოქმედებაში ხართ. იოლად შეგიძლიათ მეგობრების აყოლიება, საზოგადოების სული და გული ხართ და ირგვლივ მყოფთა სიყვარულსაც იმსახურებთ.


ეკა გუნთაიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა