21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:52
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:26 / 05-03-2010
პირანია - ადამიანის მოლოდინში
ყველაზე საშიში, "ეშმაკისკბილებიანი" თევზი მდინარე ამაზონში ბინადრობს. ევროპელებმა პირანიების შესახებ კონკისტადორებისგან შეიტყვეს. ოქროსა და თავგადასავლების მაძიებელმა გონსალო პისარომ საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ შეჭამეს თევზებმა კანოედან წყალში გადავარდნილი ორი ინდიელი. ბუნებაში 30 სახეობის პირანია არსებობს, მაგრამ ყველაზე საშიში - წითელი და შავი შეფერილობისაა.

მათ რამდენიმე წუთში შეუძლიათ ხარისა და ადამიანის შეჭმა. თევზები განსაკუთრებულ საფრთხეს გვალვის დროს წარმოადგენენ და ამ დროს ერთმანეთის შეჭმაზეც არ ამბობენ უარს. მათ ალიგატორებიც კი უფრთხიან.

პირანიის მსხვერპლი ძირითადად, მეთევზეა, რომელიც მათზე ნადირობს - ამ თევზის ხორცი ბრაზილიაში დელიკატესად მიიჩნევა. პირანიებს სქელ მავთულზე წამოცმული ხორცით იჭერენ და თუ მეთევზეს მოკლე მავთული აქვს, შეიძლება, თითის გარეშეც დარჩეს. სხვათა შორის, მკვდარი თევზიც კი საშიშია - თითის შეხებისას, ის რეფლექსურად აღებს პირს. მას კბილები ისე აქვს განლაგებული, რომ ელვის მსგავსად იკეტება.

საშიშროების მიუხედავად, პირანიასაც ჰყავს მტერი - მდინარის დელფინი, კაიმანი და მსხვილი თევზები, მაგრამ მის შეჭმამდე, მოძალადე უნდა დარწმუნდეს, რომ თევზი ნამდვილად მკვდარია, რადგან მუცელში მოხვედრის შემდეგ, ცოცხალი პირანია ცირკულარული ხერხივით მოქმედებს და შეუძლია, თავდამსხმელი შიგნიდან გამოჭამოს.  

პირანია "მდინარის სანიტრის" როლსაც ასრულებს, როგორც მგლები არიან "ტყის სანიტრები". წვიმების სეზონის დროს მრავალი ცხოველი აღმოჩნდება ხოლმე წყლის ქვეშ და ეპიდემია რომ არ განვითარდეს, პირანიები მდინარეში მოხვედრილი მსხვერპლისგან მხოლოდ ძვლებს ტოვებენ. სხვათა შორის, გუარანის ტომის ინდიელები მიცვალებულებს აღარ მარხავენ - გვამს მდინარეში ტოვებენ, ხოლო როცა პირანიები მათ ხორცს შეჭამენ, დარჩენილი ძვლები სპეციალურ ქოხში მიაქვთ და ბუმბულებით რთავენ. ინდიელები პირანიის კბილებს მაკრატლის მაგივრად იყენებენ. 

პირანიებზე უამრავი საშინელებათა ფილმია გადაღებული. ინდიელებს შორის კი მათზე ანეკდოტიც არსებობს, რომლის მოსმენისას, გულუბრყვილო ევროპელებს შიში ეუფლებოდათ: "მამაჩემს მტრები მოსდევდნენ, სველ მიწაზე ფეხი გაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. მართალია, მალევე ამოვიდა, მაგრამ სიცივემ შეაწუხა და როცა საკუთარ სხეულს დააკვირდა, გაოგნდა - მხოლოდ ძვლებიღა შერჩენოდა. მას შემდეგ, ცხოვრებაში ამაზე საშინელი არაფერი მოსვლია". 

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)


ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა