ამერიკის ხელისუფლებამ ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტის საკონტროლო კოშკურაში განვითარებული მოვლენების გამოძიება დაიწყო, საიდანაც მცირეწლოვანი ბავშვი რამდენიმე ავიალაინერს ბრძანებებს აძლევდა.
მფრინავებსა და სადისპეტჩეროს შორის საუბრის ჩანაწერში ბავშვის ხმა ისმის, რომელიც აფრენისთვის მომზადების ბრძანებებს იძლევა. ბიჭუნა, რომლის სახელსა და ასაკს არ ახმაურებენ, საკონტროლო კოშკურაში მამასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც იქ დისპეტჩერად მუშაობდა.
ხმოვან ჩანაწერში მოზრდილი ადამიანის ხმაც ისმის, რომელიც სიცილით ამბობს: ”აი, რა ხდება, როდესაც ბავშვები სკოლაში არ დადიან”. ეს ამბავი 17 თებერვალს მოხდა. ეს თარიღი იმ დროს ემთხვევა, როდესაც ნიუ-იორკის სკოლის მოსწავლეებს ერთკვირიანი არდადაგები აქვთ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
15:28 / 04-03-2010
ნიუ-იორკის აეროპორტში დისპეტჩერად ბავშვი მუშაობდა

























