21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:50
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:14 / 02-03-2010
კაზანოვა და მისი 120 ქალი
საფრანგეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ორიგინალურ დოკუმენტებს მიაკვლია, რომელთა შორის არის ჯაკომო კაზანოვას "ჩემი ცხოვრების ამბავი". ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკები ცდილობდნენ კაზანოვას ორიგინალური მანუსკრიპტების მოპოვებას.

და აი, საფრანგეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხელისუფლების დახმარებით ეს შეძლო. ახლა პარიზის ბიბლიოთეკის თაროებზე აღმოჩნდა ცნობილი გარყვნილი მამაკაცის მემუარების 3700 ფურცელი. ყველა დოკუმენტი ფრანგულ ენაზეა დაწერილი.

კაზანოვას ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "ჩემი ცხოვრების ამბავი": მასში ავტორი მაქსიმალური გულწრფელობით წერს თავისი თავგადასავლების, ხანგრძლივი მოგზაურობების შესახებ, რომელთა დროსაც ეპოქის ისეთ დიდებულ ადამიანებს შეხვდა, როგორებიც იყვნენ ვოლტერი, რუსო და მოცარტი, პრუსიის მონარქი ფრიდრიხ II და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინა II. მაგრამ მოგონებებში მთავარი ადგილი უკავია კაზანოვას სასიყვარულო გამარჯვებების აღწერას: სულ მან 122 "მსხვერპლი" აცდუნა, თანაც, ყველანი ნორჩი გოგონები იყვნენ, ერთი - მონაზონი.

თავდაპირველად კაზანოვას ხელნაწერის განადგურება უნდოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ის თავის დისშვილ კარლო ანჯიოლინის აჩუქა. 1821 წელს ვენეციელი მწერლის მემკვიდრეებმა ხელნაწერი და ცნობილი წინაპრის სხვა დოკუმენტები გერმანელ გამომცემელ ბროკჰაუზს მიჰყიდეს.

ბოლო 140 წლის განმავლობაში კაზანოვას ნაწარმოებების 500 გამოცემა დაიბეჭდა და ბევრი მათგანი მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ორიგინალისგან. მეორე მსოფლიო ომამდე ეს არქივები ლაიპციგში ინახებოდა. ბევრს ეშინოდა, რომ იმ ტრაგიკულ პერიოდში კაზანოვას მემკვიდრეობა სამუდამოდ დაიკარგებოდა. მაგრამ 2007 წლის შემოდგომაზე პირველი კონტაქტები შედგა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გერმანიის საელჩოს შორის და საბოლოოდ გარიგება შედგა... რა გადაიხადა საფრანგეთმა დოკუმენტებში, უცნობია: ექსპერტები ამ "განძს" 5-დან 20 მლნ ევრომდე აფასებენ.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა