გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქალებმა მამაკაცებზე მეტი სწორი პასუხი დააფიქსირეს. ასევე გამოვლინდა კატეგორიები, რომლებშიც ქალები უფრო ერუდირებული აღმოჩნდნენ, ვიდრე მამაკაცები.
აშ ასე, ქალები ყველაზე ხშირად სწორ პასუხებს იძლეოდნენ კატეგორიებში, რომლებიც გართობას ეხებოდა, მამაკაცები კი უფრო ძლიერები "მეცნიერებისა და ბუნების" საკითხებში აღმოჩნდნენ. მაგალითად, ქალბატონები ყოველთვის სწორად პასუხობდნენ ამგვარი ხასიათის შეკითხვებს: "პირველად რომელმა ფილმმა მოიტანა მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოსავალი?" მამაკაცები კი - "რომელი პლანეტა ანდომებს მზის ორბიტის შემოვლას 248 წელს" (პლუტონი).
რადგან სუსტი სქესის წარმომადგენლებს საერთო ჯამში უფრო მეტი სწორი პასუხი აღმოაჩნდათ, ყველაზე ჭკვიანებადაც ისინი აღიარეს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























