გასულ კვირას, ინგლისის ქალაქ ველინბრაუში მცხოვრებმა 70 წლის ქალბატონმა ჯილ სმეზერსმა, ფოსტით თავისი 46 წლის ქალიშვილის კოლეჯის ატესტატი მიიღო, რომელიც 1982 წლის 4 ნოემბრით იყო დათარიღებული, - წერს გაზეთი The Daily Mail.
ამანათის მიღებისთანავე სმეზერსი ქალიშვილს დაუკავშირდა რომელიც ამჟამად კანადაში ცხოვრობს და აღმოჩნდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე სმეზერსს ეგონა, რომ თავის დროზე ატესტატი კოლეჯიდან შვილმა თავად წაიღო. შვილი კი ფიქრობდა, რომ იგი დედასთან ინახებოდა.
როგორც მოხუცმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტაცია ათობით წლის შემდეგაც არ არის დაზიანებული და მას სამახსოვროდ შეინახავს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
16:23 / 27-02-2010
წერილი 6 მილის მანძილზე, 27 წლის შემდეგ ჩავიდა

























