საფრანგეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, ახალი კანონპროექტი დამტკიცდება, რომელიც მოძალადე ქმრებს, ელექტრონული სამაჯურის ტარებას აიძულებს.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამ მიზეზით ყოველწლიურად 160-მდე ქალი იღუპება.
გადამცემი, რომელიც სამაჯურის ფორმის იქნება, იმ მამაკაცებმა უნდა ატარონ, რომელთა წინააღმდეგ სასამართლოში, აღნიშნულ საკითხზე სარჩელი იქნა შეტანილი.
ეს დებულება, კანონში, ოჯახური ძალადობის შესახებ პუნქტს დაემატება.
კანონპროექტის ძალაში შესვლას პარტიათა უმრავლესობა უჭერს მხარს და სავარაუდოდ, იგი ყოველგვარი განსჯის გარეშე უახლოეს მომავალში შევა ძალაში.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
16:02 / 27-02-2010
მოძალადე ქმრებს გადამცემები გაუკეთდებათ

























