ბრიტანულმა ორგანიზაციამ School Food Trust, სკოლის დირექტორებს სასადილოების რესტორნად გადაკეთება ურჩია.
საქმე იმაშია, რომ, მკვლევართა აზრით, ეს ცვლილება მოსწავლეებს ბუფეტში ადვილად მიიზიდავს, რადგან იქ ყველაფერი ლამაზად იქნება გაწყობილი. ნორმალური საკვები და ლამაზი გარემო კი მათ ქუჩაში ჩიფსებისა და შოკოლადის ჭამის ნაკლებ სურვილს დაუტოვებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები სკოლის სასადილოს მაშინ სტუმრობენ, როცა ის სუფთა და მყუდროა, როცა კოპწიად გაშლილ მაგიდას უსხედან და საჭმელს ლამაზი ჭურჭლიდან მიირთმევენ.
რაც შეეხება ერთჯერად თეფშებსა და ჭიქებს, რომლითაც ამჟამად ბრიტანული სკოლები სარგებლობენ, მოსწავლეებში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
15:39 / 27-02-2010
ბრიტანულ სკოლებს სასადილოების რესტორნად გადაკეთებას ურჩევენ

























