ფოტოზე დრო 1932 წლის 29 სექტემბერს გაჩერდა. როკფელერ-ცენტრის მშენებლობის დასრულებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.
ამერიკელ მუშებს შესვენება მშენებარე საოფისე ცენტრის 69-ე სართულზე გადაუწყვეტიათ და მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ წლების შემდეგ ეს ფოტო ისტორიაში შევიდოდა.
როკფელერ-ცენტრი დიდი ამერიკული დეპრესიის დროს ფინანსური მაგნატების - როკფელერების ფულით აშენდა. ის 19 შენობისგან შედგება და მის ფასადსა და დარბაზებს 30-ზე მეტი მხატვრისა და მოქანდაკის ქმნილება ამშვენებს. სწორედ აქ მდებარეობს ყველაზე მაღალშემოსავლიანი "კრისტის აუქციონი".
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)
09:15 / 24-02-2010
“შესვენება ჰაერში”

























