21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:39
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
მიმდინარე პრესკონფერენციები
12:40 / 11-02-2010
ადგილობრივი არჩევნები
საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, რომლის სამართლიანად ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ცესკო-ს ახალ ხელმძღვანელობას ეკისრება. საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა და ამომრჩევლისთვის საინტერესო დეტალების  თაობაზე  ამბები.გე-ს მკითხველს ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი  პასუხობს

მკითხველი: ლევანი
ბატონო ზურაბ, რატომ ინიშნებიან ცესკო-ს თავმჯომარეებად სულ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები? ასე იყო თარხნიშვილთან დაკავშირებით და ასეა თქვენს შემთხვევაშიც. ლევან კალანდია,ზუგდიდი

პასუხი: ბატონო ლევან, ცესკო-ს თავმჯდომარეობა არის ჩემი პირველი სახელმწიფო სამსახური. აქამდე არცერთ სახელმწიფო სამსახურსა თუ თანამდებობაზე არ მიმუშავია. რაც შეეხება ”დაახლოებას, გააჩნია რას დავარქმევთ დაახლოებულ პირს. თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, არა მგონია ამ ტერმინში უბრალო ნაცნობობას გულისხმობდეთ. პოლიტიკურ წრეებში ნაცნობები მართლაც მყავს, მმართველი პარტია იქნება ეს თუ ოპოზიცია.

თუმცა, ჩემთვის პოლიტიკოსების მოსაზრებები არ არის განმსაზღვრელი. მათ გამონათქვამებსა და პოზიციებს კრიტიკის თვალით ვუყურებ და თქვენც იგივეს გირჩევთ. ასე რომ არ იყოს, ვერ შევძლებდი ამ პოზიციაზე მუშაობას.

ამასთან ერთად, მინდა მოგახსენოთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს არბიტრის ფუნქცია და არჩევნების სამართლიანად ჩატარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად შეძლებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ფუნქციის შესრულებას. ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ პოლიტიკურ დისკუსიებში და პოლიტკურ პარტიებსაც არაერთხელ განვუმარტეთ ამის შესახებ.


მკითხველი: ანა
მოგესალმებით ბატონო ზურაბ. მოგეხსენებათ, საქართველოში ჯერ არ ყოფილა არჩევნების სამართლიანად ჩატარების პრეცენდენტი და არც ადგილობრივი არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. რა დამატებითი ბერკეტების ამოქმედებას აპირებთ იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, ან მინიმუმამდე მაინც იქნეს დაყვანილი დარღვევები?

მკითხველი: ლამარა
ბატონო ზურაბ, როგორ დაიცავთ არჩევნებს გაყალბებისგან? თუ გაქვთ ახალი მეთოდი შემუშავებული?

მკითხველი:მარიამი

ბატონო ზურაბ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ხელისუფლების ჩვევას, რომ არჩევნები თუ არ გაყალბდა ისე სიმართლე ვერ იზეიმებს და შესაბამისად თავდაუზოგავად ”ატრიალებენ” ამ საარჩევნო კარუსელს, მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე განმეორდება. თუმცა მე ის მაინტერესებს, თქვენ რა მექანიზმებით აპირებთ გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას? ან აპირებთ თუ არა საერთოდ ”ბრძოლას”? თუ როგორც ეს წინა თავჯდომარეების დროს იყო, მხოლოდ მშვიდად მიადევნეთ მარჯვე გამყალბებლებს თვალს?

პასუხი: ქალბატონებო მარიამ, ანა და ლამარა

ცენტრალური საარჩევნო კომისია არის საჯარო სტრუქტურა, რომელსაც ევალება არჩევნების ჩატარება კანონის შესაბამისად. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ერევა საარჩევნო სუბიექტების ურთიერთობაში და შესაბამისად არ მონაწილეობს პოლიტიკურ დისკუსიებში.

თუმცა, მე მესმის რატომ გიჩნდებათ ასეთი კითხვები. სამწუხაროდ საქართველოში დაბალია ნდობა საარჩევნო პროცესისადმი. ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაა, არამედ ნდობის ამაღლებაც.
ჩვენ შევქმენით ცესკო-ს 2010-2011 წლების სტრატეგია. თქვენ შეგიძლიათ იგი იხილოთ ცესკო-ს ვებ-გვერდზე. სტრატეგია დაფუძნებულია ეუთოს მიერ შედგენილ რეკომენდაციებზე.

სამწუხაროდ ბევრი პოლიტიკური პარტია სარგებლობს ნდობის დაბალი დონით და წინასწარ აცხადებს არჩევნებს გაყალბებულად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თავს იზღვევენ. აბა სხვა რა ახსნა უნდა მოვუძებნო ასეთ პოზიციას, როცა არჩევნები ოფიციალურად ჯერ არც არის დანიშნული.

რაც შეეხება გაყალბებას, არჩევნები საზოგადოების ”ჩუმი” თანხმობით ყალბდება. რამდენადაც მე გამიგია, ე. წ. ”კარუსელი” რომ გაკეთდეს, უამრავი ადამიანი უნდა იყოს ამით დაკავებული, რაც როგორც წესი არ იმალება. ასე რომ, საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის.

თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ საზოგადოებრივი კონტროლის რა მექანიზმები არსებობს. მოგახსენებთ, რომ
•    საარჩევნო კოდექსი შემუშავებულია საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადეობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ საარჩევნო კოდექსი შევიდა ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება,  რომლის მიხედვითაც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ცესკოში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წევრები ირჩევენ.
•    ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისგან, რომელთაგან 6 წევრს ოპოზიციური პარტიები ირჩევენ. პარტიებს ჰყავთ თავისი წარმომადგენლები როგორც საოლქო საარჩევნო კომისებში, ასევე საუბნო კომისებში. ეს გარემოება მათ საშუალებას აძლევს თავად დააკვირდენ და მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში.
•    ცესკო არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება. ხშირად იმართება შეხვედრები, რომელიც ღია არის სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლებისათვის. ჩატარდა ტრენინგები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის და განხორციელდება ამომრჩეველთა განათლების ფართომასშტაბიანი კამპანია.
•    ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები (პარტიები, რომელებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ) ახორციელებენ სიების მონიტორინგის პროცესს. სიების მონიტორინგის შედეგებს განიხილავს ცესკო და შემდგომ ამისა მოხდება მონაცემების ასახვა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
•    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვისა და განვითარების ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საარჩევნო უბნების ვიდეო თვალით აღჭურვაზე იმუშავებს.  ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების  გამჭვირვალედ  წარმართვის  მიზნით და ამომრჩეველთა ერთიანი სიების მონიტორინგის  სრულყოფისათვის  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი გაწეული სამუშაოს ყოველკვირეულ ანგარიშს  ცესკოს  წარუდგენს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან როგორც ცესკოს წევრები, ასევე ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები.
•    ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გამჭირვალედ ჩატარების მიზნით მოუწოდებს დამკვირვებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს დააკვირდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
•    ნებისმიერი ინფორმაცია ცესკო-ს საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ვებ-გვერდზე წწწ.ცეც.გოვ.გე.
საერთოდ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება პოლიტიკოსებისა და საარჩევნო სუბიექტების მიმართ.
და ბოლოს მთავარი -  საარჩევნო პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას.


მკითხველი: ნინო
1. მაინტერესებს, როდის დასრულდება მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია და დაიწყება ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია

პასუხი: ქალბატონო ნინო, საარჩევნო კოდექსის თანახმად თბილისის მერობის კანდიდატების წარდგენა უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება მას შემდეგ რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.


2. როდის და სად გამოქვეყნდება ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები?

პასუხი: საკუთარი მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე www.cec.gov.ge. მას შემდეგ რაც დასრულდება ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი, ცესკო განიხილავს მონიტორინგის შედეგებს და შემდგომ ამისა მოხდება მონაცემების ასახვა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

დაზუსტებულ სიებს ცესკო გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიებს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის  მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები კი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 34 დღისა. უბნებში სიები გამოიკვრება კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.

მკითხველი: დავითი
რეგისტრირებული ვარ სხვა მისამართზე, რეალურად ვცხოვრობ სხვაგან. სად უნდა მივიდე ხმის მისაცემად?

პასუხი: ბატონო დავით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირები - ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  მიხედვით.

მკითხველი: ლია
გამარჯობა ბატონო ზურაბ, დეკემბერში ავიღე მოხელის სერტიფიკატი, ძალიან მინდა რომ დავსაქმდე, იქნებ დამეხმაროთ. ვიცი, რომ ეს სერტიფიკატის აღება არ ნიშნავდა დასაქმებას მაგრამ იქნებ....

პასუხი:
ქალბატონო ლია, ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტაციაში და ოლქებში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში საჯაროდ აცხადებს ვაკანსიებს.

ვაკანსიის განთავსება ხდება ცესკოს ვებ გვერდზე www.cec.gov.ge  და ასევე იგზავნება პრესის საშუალებით გაზეთ ,,24 საათში”. სურვილისამებრ, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ შემოიტანოთ საბუთები ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ცესკო განიხილავს თქვენს საბუთებს და სხდომაზე მოხდება იმ კანდიდატურის დამტკიცება, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

მკითხველი: ქეთევანი

1. როგორც ცნობილია, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების გადასამოწმებლად სოლიდური თანხა (100 000) ლარი გადაეცათ.  დაიხარჯა თუ არა ეს თანხა დანიშნულებისამებრ და თუ არიან პარტიები ცესკო-სთან ანგარიშვალდებული?

პასუხი: ქალბატონო ქეთევან, საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობას იღებენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, ანუ ის პარტიები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ ეტაპზე მონიტორინგში მონაწილეობს 12 პარტია:
•    პ/გ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
•    პ/გ  ,,ახალი მემარჯვენეები”
•    პ/გ ,,ქართული დასი”
•    საქართველოს რესპუბლიკური პარტია
•    პ/გ ,,ჩვენ თვითონ”
•    პ/გ ,,საქართველოს გზა”
•    საქართველოს კონსერვატიული პარტია
•    პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის”
•    პ/გ  ,,თავისუფლება”
•    პ/გ ,,ხალხის პარტია”
•    პ/გ ,,ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობა
•    პ/გ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
მონიტორინგის განხორციელებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გადაირიცხება 1 200 000 ლარი. თითოეული პარტია მიიღებს 100 000 ლარს.
მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე  14 კვალიფიციური სუბიექტიდან უარი განაცხადა მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: ეროვნულმა ფორუმმა და საქართველოს ლეიბორისტულმა  პარტიამ.
კანონმდებლობით არ არსებობს მექანიზმი რომელიც პარტიებს გაწეული ხარჯების ანგარიშის წარმოდგენას დაავალდებულებს. ცესკო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს  გამოიჩინონ კეთილი ნება და სიების მონიტორინგის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ამცნონ რაში დაიხარჯა ეს თანხები.


2. რამდენიმე პარტია აცხადებს, რომ  საარჩევნო სიებში დარღვევები აღმოაჩინა. გადაამოწმეთ თუ რა ეს ფაქტები და რამდენად შეესაბამება ისინი სინამდვილეს? დადასტურების შემთხვევაში რა ზომებს მიმართეთ?

პასუხი: სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პარტია ცდილობს საჯარო განცხადებებითა და სატელევიზიო ინტერვიუებით ელაპარაკოს საარჩევნო ადმინისტრაციას. ჩვენ ამას განვიხილავთ ცესკო-ს პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართვის მცდელობად, რაც მიუღებელია. თქვენ ალბათ ბევრი ასეთი გაცხადება მოისმინეთ, მაგრამ არცერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ამ განცხადებებს ცესკო-სთვის ჯერ არ მოუწოდებიათ.

რაც შეეხება მოწოდებულ მასალებს, მონიტორინგის პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული მასალები ხშირად არ ეყრდნობა ცესკოს მიერ 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გაცემულ ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზას.

გარდა ამომომრჩეველთა სიის მონიტორინგის პროექტისა, ცესკოში მიმდინარეობს ამომრჩეველთა ბაზის მუდმივი ანალიზი. წარმოგიდგენთ ერთ საყურადღებო ფაქტს. საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში არის 590  მისამართი, სადაც რეგისტრირებულია 10 და მეტი ამომრჩეველი, და მოიცავს 8000-მდე ადამიანს. ამჟამად მიმდინარეობს ყველა ამ შემთხვევის შესწავლა და ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.cec.gov.ge.
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საკითხს ასევე წარმოადგენს სხვაობა ამომრჩეველთა ფაქტობრივ და რეგისტრაციის ადგილებს შორის. საქართველოს მასშტაბით ბევრია ასეთი ტიპის ამომრჩეველი და მათ შორის არიან პოლიტიკური ლიდერებიც.

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი წერილები ცესკოს ვებ-გვერდზეა განლაგებული www.cec.gov.ge. დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია როგორც წერილები, ასევე  ცესკოს პასუხები ამ წერილებზე.

ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების  გამჭვირვალედ  წარმართვის  მიზნით და ამომრჩეველთა ერთიანი სიების მონიტორინგის  სრულყოფისათვის  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი გაწეული სამუშაოს ყოველკვირეულ ანგარიშს  ცესკოს  წარუდგენს.


მკითხველი: თამარი
1. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ  ხშირია პოლიტიკური პარტიების კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირების ფაქტები. არჩევნების დღეს დაცული იქნება თუ არა საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება.

პასუხი: ქალბატონო თამარ, საარჩევნო კოდექსის თანახმად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე. იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო უბანზე მოხდება დაპირისპირება, სიტუაციის განმუხტვის მიზნით კომისიის წევრს უფლება აქვს გამოიძახოს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

2. დამონტაჟდება თუ არა ყველა საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერები, თუ ეს შერჩევით მოხდება? შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პარტიას მოითხოვოს მისი გადამოწმება?

პასუხი: ბოლო არჩევნებზე ვიდეოთვალი დამონტაჟებული იყო თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების საარჩევნო უბნებზე. მართალი გითხრათ, საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი ამით არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ ფინასური და ტექნიკური პრობლემები. საერთოდ, არ მგონია ეს პანაცეა იყოს. მაგალითად აზერბაიჯანსა და რუსეთში კენჭისყრის პროცესი თითქმის ონლაინ რეჟიმში გადაიცემა, მაგრამ ამით ეს ქვეყნები უფრო დემოკრატიულები არ ხდებიან. ტრადიციულად დემოკრატიულ ქვეყნებში ეს პრაქტიკა არა აქვთ, მაგრამ საარჩევნო პროცესი ეჭვს არ იწვევს.
ჩვენი მთავარი პრობლება ნდობის დაბალი დონეა და მხოლოდ ვიდეოთვალის დამონტაჟებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
რაც შეეხებ თქვენს კითხვას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვისა და განვითარების ჯგუფი შეიქმნა. ეს ჯგუფი მუშაობს ამ საკითხებზე და მიღებული გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე www.cec.gov.ge.



მკითხველი: თენგიზი

არჩევნების შემდეგ წაგებული პარტიები ცესკო-ს შედეგების გაყალბებაში სდებენ ბრალს. როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებზე ექნებათ ამგვარი ბრალდებების საფუძველი? და თუ მაინც იქნება, რას მოიმოქმედებთ?

პასუხი: ბატონო თენგიზ, სამწუხაროდ ბევრი პოლიტიკური პარტია სარგებლობს საარჩევნო პროცესისადმი ნდობის დაბალი დონით და წინასწარ აცხადებს არჩევნებს გაყალბებულად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თავს იზღვევენ. აბა სხვა რა ახსნა უნდა მოვუძებნო ასეთ პოზიციას, როცა არჩევნები ოფიციალურად ჯერ არც არის დანიშნული.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არის საჯარო სტრუქტურა, რომელსაც ევალება არჩევნების ჩატარება კანონის შესაბამისად. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ერევა საარჩევნო სუბიექტების ურთიერთობაში და შესაბამისად არ მონაწილეობს პოლიტიკურ დისკუსიებში.

ჩვენ შევეცდებით თანმიმდევრულად გავატაროთ ეს პოზიცია და არ მივცეთ არცერთ საარჩევნო სუბიექტს ჩვენს ობიექტურობაში დაეჭვების საფუძველი.

და რაც მთავარია -  საარჩევნო პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას.







მკითხველი: ლევანი
ბატონო ზურაბ, რატომ ინიშნებიან ცესკო-ს თავმჯომარეებად სულ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები? ასე იყო თარხნიშვილთან დაკავშირებით და ასეა თქვენს შემთხვევაშიც. ლევან კალანდია,ზუგდიდი
ბატონო ლევან
ცესკო-ს თავმჯდომარეობა არის ჩემი პირველი სახელმწიფო სამსახური. აქამდე არცერთ სახელმწიფო სამსახურსა თუ თანამდებობაზე არ მიმუშავია.
რაც შეეხება ”დაახლოებას”. გააჩნია რას დავარქნევთ დაახლოებულ პირს. თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, არა მგონია ამ ტერმინში უბრალო ნაცნობობას გულისხმობდეთ. პოლიტიკურ წრეებში ნაცნობები მართლაც მყავს, მმართველი პარტია იქნება ეს თუ ოპოზიცია.
თუმცა, ჩემთვის პოლიტიკოსების მოსაზრებები არ არის განმსაზღვრელი. მათ გამონათქვამებსა და პოზიციებს კრიტიკის თვალით ვუყურებ და თქვენც იგივეს გირჩევთ. ასე რომ არ იყოს, ვერ შევძლებდი ამ პოზიციაზე მუშაობას.
ამასთან ერთად, მინდა მოგახსენოთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს არბიტრის ფუნქცია და არჩევნების სამართლიანად ჩატარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად შეძლებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ფუნქციის შესრულებას. ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ პოლიტიკურ დისკუსიებში და პოლიტკურ პარტიებსაც არაერთხელ განვუმარტეთ ამის შესახებ.

მკითხველი: ანა
მოგესალმებით ბატონო ზურაბ. მოგეხსენებათ, საქართველოში ჯერ არ ყოფილა არჩევნების სამართლიანად ჩატარების პრეცენდენტი და არც ადგილობრივი არჩევნები იქნება ამ მხრივ გამონაკლისი. რა დამატებითი ბერკეტების ამოქმედებას აპირებთ იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, ან მინიმუმამდე მაინც იქნეს დაყვანილი დარღვევები?

მკითხველი: ლამარა
ბატონო ზურაბ, როგორ დაიცავთ არჩევნებს გაყალბებისგან? თუ გაქვთ ახალი მეთოდი შემუშავებული?

მკითხველი:მარიამი
ბატონო ზურაბ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ხელისუფლების ჩვევას, რომ არჩევნები თუ არ გაყალბდა ისე სიმართლე ვერ იზეიმებს და შესაბამისად თავდაუზოგავად ”ატრიალებენ” ამ საარჩევნო კარუსელს, მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე განმეორდება. თუმცა მე ის მაინტერესებს, თქვენ რა მექანიზმებით აპირებთ გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას? ან აპირებთ თუ არა საერთოდ ”ბრძოლას”? თუ როგორც ეს წინა თავჯდომარეების დროს იყო, მხოლოდ მშვიდად მიადევნეთ მარჯვე გამყალბებლებს თვალს?
ქალბატონებო მარიამ, ანა და ლამარა
ცენტრალური საარჩევნო კომისია არის საჯარო სტრუქტურა, რომელსაც ევალება არჩევნების ჩატარება კანონის შესაბამისად. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ერევა საარჩევნო სუბიექტების ურთიერთობაში და შესაბამისად არ მონაწილეობს პოლიტიკურ დისკუსიებში.
თუმცა, მე მესმის რატომ გიჩნდებათ ასეთი კითხვები. სამწუხაროდ საქართველოში დაბალია ნდობა საარჩევნო პროცესისადმი. ჩვენს ამოცანა არა მხოლოდ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაა, არამედ ნდობის ამაღლებაც.
ჩვენ შევქმენით ცესკო-ს 2010-2011 წლების სტრატეგია. მალე შედგება სტრატეგიის პრეზენტაცია და თქვენ შეგეძლებათ იგი იხილოთ ცესკო-ს ვებ-გვერდზე. სტრატეგია დაფუძნებულია ეუთოს მიერ შედგენილ რეკომენდაციებზე.
სამწუხაროდ ბევრი პოლიტიკური პარტია სარგებლობს ნდობის დაბალი დონით და წინასწარ აცხადებს არჩევნებს გაყალბებულად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თავს იზღვევენ. აბა სხვა რა ახსნა უნდა მოვუძებნო ასეთ პოზიციას, როცა არჩევნები ოფიციალურად ჯერ არც არის დანიშნული.
რაც შეეხება გაყალბებას. არჩევნები საზოგადოების ”ჩუმი” თანხმობით ყალბდება. რამდენადაც მე გამიგია, ე. წ. ”კარუსელი” რომ გაკეთდეს, უამრავი ადამიანი უნდა იყოს ამით დაკავებული, რაც როგორც წესი არ იმალება. ასე რომ, საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის.
თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ საზოგადოებრივი კონტროლის რა მექანიზმები არსებობს. მოგახსენებთ, რომ
•    საარჩევნო კოდექსი შემუშავებულია საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადეობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ საარჩევნო კოდექსი შევიდა ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება,  რომლის მიხედვითაც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ცესკოში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წევრები ირჩევენ.
•    ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისგან, რომელთაგან 6 წევრს ოპოზიციური პარტიები ირჩევენ. პარტიებს ყავთ თავისი წარმომადგენლები როგორც საოლქო საარჩევნო კომისებში, ასევე საუბნო კომისებში. ეს გარემოება მათ საშუალებას აძლევს თავად დააკვირდენ და მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში.
•    ცესკო არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება. ხშირად იმართება შეხვედრები, რომელიც ღია არის სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლებისათვის. ჩატარდა ტრენინგები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის და განხორციელდება ამომრჩეველთა განათლების ფართომასშტაბიანი კამპანია.
•    ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები (პარტიები, რომელებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ) ახორციელებენ სიების მონიტორინგის პროცესს. სიების მონიტორინგის შედეგებს განიხილავს ცესკო და შემდგომ ამისა მოხდება მონაცემების ასახვა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
•    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვისა და განვითარების ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საარჩევნო უბნების ვიდეო თვალით აღჭურვაზე იმუშავებს.  ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების  გამჭვირვალედ  წარმართვის  მიზნით და ამომრჩეველთა ერთიანი სიების მონიტორინგის  სრულყოფისათვის  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი გაწეული სამუშაოს ყოველკვირეულ ანგარიშს  ცესკოს  წარუდგენს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან როგორც ცესკოს წევრები, ასევე ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები.
•    ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გამჭირვალედ ჩატარების მიზნით მოუწოდებს დამკვირვებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს დააკვირდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
•    ნებისმიერი ინფორმაცია ცესკო-ს საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ვებ-გვერდზე წწწ.ცეც.გოვ.გე.
საერთოდ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება პოლიტიკოსებისა და საარჩევნო სუბიექტების მიმართ.
და ბოლოს მთავარი -  საარჩევნო პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

მკითხველი: ნინო
1. მაინტერესებს, როდის დასრულდება მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია და დაიწყება ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია
ქალბატონო ნინო
საარჩევნო კოდექსის თანახმად თბილისის მერობის კანდიდატების წარდგენა უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება მას შემდეგ რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

2. როდის და სად გამოქვეყნდება ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები?
საკუთარი მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე წწწ.ცეც.გოვ.გე. მას შემდეგ რაც დასრულდება ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი, ცესკო განიხილავს მონიტორინგის შედეგებს და შემდგომ ამისა მოხდება მონაცემების ასახვა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
დაზუსტებულ სიებს ცესკო გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიებს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის  მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები კი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 34 დღისა. უბნებში სიები გამოიკვრება კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.

მკითხველი: დავითი
რეგისტრირებული ვარ სხვა მისამართზე, რეალურად ვცხოვრობ სხვაგან. სად უნდა მივიდე ხმის მისაცემად?
ბატონო დავით
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირები - ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  მიხედვით.

მკითხველი: ლია
გამარჯობა ბატონო ზურაბ, დეკემბერში ავიღე მოხელის სერტიფიკატი, ძალიან მინდა რომ დავსაქმდე, იქნებ დამეხმაროთ. ვიცი, რომ ეს სერტიფიკატის აღება არ ნიშნავდა დასაქმებას მაგრამ იქნებ....
ქალბატონო ლია
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტაციაში და ოლქებში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში საჯაროდ აცხადებს ვაკანსიებს.
ვაკანსიის განთავსება ხდება ცესკოს ვებ გვერდზე წწწ.ცეც.გოვ.გე  და ასევე იგზავნება პრესის საშუალებით გაზეთ ,,24 საათში”.
სურვილისამებრ, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ შემოიტანოთ საბუთები ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ცესკო განიხილავს თქვენს საბუთებს და სხდომაზე მოხდება იმ კანდიდატურის დამტკიცება, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

მკითხველი: ქეთევანი
1. როგორც ცნობილია, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების გადასამოწმებლად სოლიდური თანხა (100 000) ლარი გადაეცათ.  დაიხარჯა თუ არა ეს თანხა დანიშნულებისამებრ და თუ არიან პარტიები ცესკო-სთან ანგარიშვალდებული?
ქალბატონო ქეთევან
საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობას იღებენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, ანუ ის პარტიები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ ეტაპზე მონიტორინგში მონაწილეობს 12 პარტია:
•    პ/გ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
•    პ/გ  ,,ახალი მემარჯვენეები”
•    პ/გ ,,ქართული დასი”
•    საქართველოს რესპუბლიკური პარტია
•    პ/გ ,,ჩვენ თვითონ”
•    პ/გ ,,საქართველოს გზა”
•    საქართველოს კონსერვატიული პარტია
•    პ/გ ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის”
•    პ/გ  ,,თავისუფლება”
•    პ/გ ,,ხალხის პარტია”
•    პ/გ ,,ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობა
•    პ/გ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
მონიტორინგის განხორციელებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გადაირიცხება 1 200 000 ლარი. თითოეული პარტია მიიღებს 100 000 ლარს.
მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე  14 კვალიფიციური სუბიექტიდან უარი განაცხადა მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: ეროვნულმა ფორუმმა და საქართველოს ლეიბორისტულმა  პარტიამ.
კანონმდებლობით არ არსებობს მექანიზმი რომელიც პარტიებს გაწეული ხარჯების ანგარიშის წარმოდგენას დაავალდებულებს. ცესკო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს  გამოიჩინონ კეთილი ნება და სიების მონიტორინგის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ამცნონ რაში დაიხარჯა ეს თანხები.

2. რამდენიმე პარტია აცხადებს, რომ  საარჩევნო სიებში დარღვევები აღმოაჩინა. გადაამოწმეთ თუ რა ეს ფაქტები და რამდენად შეესაბამება ისინი სინამდვილეს? დადასტურების შემთხვევაში რა ზომებს მიმართეთ?
სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პარტია ცდილობს საჯარო განცხადებებითა და სატელევიზიო ინტერვიუებით ელაპარაკოს საარჩევნო ადმინისტრაციას. ჩვენ ამას განვიხილავთ ცესკო-ს პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართვის მცდელობად, რაც მიუღებელია. თქვენ ალბათ ბევრი ასეთი გაცხადება მოისმინეთ, მაგრამ არცერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ამ განცხადებებს ცესკო-სთვის ჯერ არ მოუწოდებიათ.
რაც შეეხება მოწოდებულ მასალებს, მონიტორინგის პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული მასალები ხშირად არ ეყრდნობა ცესკოს მიერ 2010 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გაცემულ ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზას.
გარდა ამომომრჩეველთა სიის მონიტორინგის პროექტისა, ცესკოში მიმდინარეობს ამომრჩეველთა ბაზის მუდმივი ანალიზი. წარმოგიდგენთ ერთ საყურადღებო ფაქტს. საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში არის 590  მისამართი, სადაც რეგისტრირებულია 10 და მეტი ამომრჩეველი, და მოიცავს 8000-მდე ადამიანს. ამჟამად მიმდინარეობს ყველა ამ შემთხვევის შესწავლა და ინფორმაცია ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე წწწ.ცეც.გოვ.გე.
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საკითხს ასევე წარმოადგენს სხვაობა ამომრჩეველთა ფაქტობრივ და რეგისტრაციის ადგილებს შორის. საქართველოს მასშტაბით ბევრია ასეთი ტიპის ამომრჩეველი და მათ შორის არიან პოლიტიკური ლიდერებიც.
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი წერილები ცესკოს ვებ-გვერდზეა განლაგებული (წწწ.ცეც.გოვ.გე). დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია როგორც წერილები, ასევე  ცესკოს პასუხები ამ წერილებზე.
ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების  გამჭვირვალედ  წარმართვის  მიზნით და ამომრჩეველთა ერთიანი სიების მონიტორინგის  სრულყოფისათვის  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი გაწეული სამუშაოს ყოველკვირეულ ანგარიშს  ცესკოს  წარუდგენს.

მკითხველი: თამარი
1. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ  ხშირია პოლიტიკური პარტიების კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირების ფაქტები. არჩევნების დღეს დაცული იქნება თუ არა საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება.
ქალბატონო თამარ
საარჩევნო კოდექსის თანახმად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე. იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო უბანზე მოხდება დაპირისპირება, სიტუაციის განმუხტვის მიზნით კომისიის წევრს უფლება აქვს გამოიძახოს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

2. დამონტაჟდება თუ არა ყველა საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერები, თუ ეს შერჩევით მოხდება? შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პარტიას მოითხოვოს მისი გადამოწმება?
ბოლო არჩევნებზე ვიდეოთვალი დამონტაჟებული იყო თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების საარჩევნო უბნებზე. მართალი გითხრათ, საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი ამით არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ ფინასური და ტექნიკური პრობლემები. საერთოდ, არ მგონია ეს პანაცეა იყოს. მაგალითად აზერბაიჯანსა და რუსეთში კენჭისყრის პროცესი თითქმის ონ-ლინე რეჟიმში გადაიცემა, მაგრამ ამით ეს ქვეყნები უფრო დემოკრატიულები არ ხდებიან. ტრადიციულად დემოკრატიულ ქვეყნებში ეს პრაქტიკა არა აქვთ, მაგრამ საარჩევნო პროცესი ეჭვს არ იწვევს.
ჩვენი მთავარი პრობლება ნდობის დაბალი დონეა და მხოლოდ ვიდეოთვალის დამონტაჟებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
რაც შეეხებ თქვენს კითხვას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვისა და განვითარების ჯგუფი შეიქმნა. ეს ჯგუფი მუშაობს ამ საკითხებზე და მიღებული გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე (წწწ.ცეც.გოვ.გე).

მკითხველი: თენგიზი
არჩევნების შემდეგ წაგებული პარტიები ცესკო-ს შედეგების გაყალბებაში სდებენ ბრალს. როგორ ფიქრობთ, ამ არჩევნებზე ექნებათ ამგვარი ბრალდებების საფუძველი? და თუ მაინც იქნება, რას მოიმოქმედებთ?
ბატონო თენგიზ
სამწუხაროდ ბევრი პოლიტიკური პარტია სარგებლობს საარჩევნო პროცესისადმი ნდობის დაბალი დონით და წინასწარ აცხადებს არჩევნებს გაყალბებულად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს თავს იზღვევენ. აბა სხვა რა ახსნა უნდა მოვუძებნო ასეთ პოზიციას, როცა არჩევნები ოფიციალურად ჯერ არც არის დანიშნული.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არის საჯარო სტრუქტურა, რომელსაც ევალება არჩევნების ჩატარება კანონის შესაბამისად. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ერევა საარჩევნო სუბიექტების ურთიერთობაში და შესაბამისად არ მონაწილეობს პოლიტიკურ დისკუსიებში.
ჩვენ შევეცდებით თანმიმდევრულად გავატაროთ ეს პოზიცია და არ მივცეთ არცერთ საარჩევნო სუბიექტს ჩვენს ობიექტურობაში დაეჭვების საფუძველი.
და რაც მთავარია -  საარჩევნო პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა