21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:38
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:02 / 08-09-2010
რატომ სუქდებით
რატომაა, რომ რამდენიმედღიანი დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ თქვენი წელის ზომა ისევ თეძოების ზომას ემთხვევა?

სწრაფად ჭამთ?
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ორნი სუფრასთან ერთსა და იმავე საჭმელს მიირთმევენ, მაგრამ სხვადასხვა სიჩქარით. ის, ვინც გაცილებით სწრაფად ჭამს, მეტსაც მიირთმევს. დროის მცირე მონაკვეთში კი ტვინი ვერ ასწრებს რეაგირებას, დანაყრდა თუ არა ორგანიზმი, რადგან საკვები კარგად არ დაიღეჭა და ძალიან სწრაფად გადაიყლაპა.

რჩევა: ჭამის პროცესში კონცენტრაცია საკვების დაღეჭვაზე მოახდინეთ. სწრაფად რომ არ იკვებოთ, ეცადეთ, ყოველ ლუკმას თითო ყლუპი წყალი მიაყოლოთ. ჩართეთ ტელევიზორი და თან უყურეთ, თან ჭამეთ, რათა ყურადღება გადაიტანოთ და ნელა ჭამოთ. ეცადეთ შეამციროთ კარტოფილის, ჩიპსების, თეთრი პურისა და ბუტერბროდების რაოდენობა.

უძილობას უჩივით?
თუ დღე-ღამეში შვიდ საათზე ნაკლები გძინავთ ან უძილობა გაწუხებთ, სისხლში გლუკოზის რაოდენობა იზრდება. ეს კი კატასტროფაა, თუ დიეტაზე ხართ და გახდომას აპირებთ, რადგან ამ დროს იმატებს ინსულინის დონე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმოვან ქსოვილებში ზედმეტი ცხიმის "ჩალაგებას".

რჩევა: შეებრძოლეთ უძილობას. დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით. დღის განმავლობაში გამოძებნეთ ერთი საათი მაინც, რომ წაუძინოთ.

მიგაჩნიათ, რომ სპორტი საკმარისია გახდომისთვის?

ეს არასწორია. შეიძლება მთელი დღე უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვებითა და ვარჯიშით იყოთ დაკავებული, მაგრამ თვალსა და ხელს შუა სუქდებოდეთ. ყველაფერი საკვების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ კალორიების რაოდენობა, რომელსაც ხარჯავთ ფიზიკური ვარჯიშების დროს, გაცილებით ნაკლებია კალორიებზე, რომელსაც იღებთ საკვები პროდუქტებით, მაშინ, რასაკვირველია, გასუქდებით.

რჩევა: აკონტროლეთ კალორიები. ნუ შეჭამთ ზედმეტად კალორიულ საკვებს.

ცუდი კულინარი ხართ და ხშირად იყენებთ ნახევარფაბრიკატებს?
შედეგად - სუქდებით. საქმე ისაა, რომ ნახევარფაბრიკატები მაღალკალორიული პროდუქტებისაგან მზადდება, თანაც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს. ალბათ არაერთხელ შეგინიშნავთ, რომ ნახევარფაბრიკატების მაღაზიაში ნაყიდი კატლეტები გაცილებით ბევრ ცხიმსა და პურს შეიცავს, ვიდრე ხორცს.

რჩევა: ისწავლეთ საჭმლის მომზადება. ეცადეთ, მეტი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი გამოიყენოთ. ეს ძალიან გემრიელი და გაცილებით სასარგებლოა.

უპასუხისმგებლო და უნებისყოფო ხართ?
სწორედ ამიტომ, ხანგრძლივი დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, სწრაფად მოიმატეთ წონაში, რადგან დაუბრუნდით კვების ჩვეულ წესს. ასე არ შეიძლება.

რჩევა: თუ გახდომა გადაწყვიტეთ და დაიწყეთ შესაბამისი პროგრამის შესრულება, შეეცადეთ, დაკლებული წონა შეინარჩუნოთ, გამოიჩინეთ ნებისყოფა და არ მოეპყრათ საკუთარ თავს უპასუხისმგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა