მრავალი ადამიანისთვის ასე ნაცნობ ქრონიკულ დაღლილობას განსაკუთრებული ვირუსები იწევს. ეს მოულოდნელი აღმოჩენა შოტლანდიის დანდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს, იტყობინება ბრიტანული რადიოკომპანია BBC.
ყოველწლიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქრონიკულ დაღლილობასა და შრომითი და სოციალური აქტივობის დაქვეითებას უჩივის. ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ ეს ან სტრესის შედეგი იყო, ან ადამიანის ხასიათის განსაკუთრებული თვისება, ან მისი ცხოვრების წესი.
ამასთან "ქრონიკული დაღლილობის" დიაგნოზს უსვამენ როგორც ზრდასრულ ადამიანებს, ასევე - ბავშვებს. უკიდურეს ფორმებში ამ დაავადებას საერთო ფსიქოლოგიური მოწყენილობა, თავისა და კუნთების ტკივილი და ასევე სახსრების ტკივილი ახასიათებს.
თუმცა ახლა ბრიტანელმა სპეციალისტებმა ამ სნეულებით დაავადებული ადამიანების სისხლში უცხო პროდუქტები აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემები მოწმობენ, რომ საუბარია ადამიანის სისხლში არსებულ განსაკუთრებულ ვირუსებზე, აღნიშნავს BBC.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.
15:55 / 07-09-2010
ქრონიკულ დაღლილობას გარკვეული ტიპის ვირუსები იწვევს

























