21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:34
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:39 / 04-09-2010
მშობლის თავსატეხი - როგორ ვასაუზმოთ ბავშვი სკოლაში წასვლამდე
მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში წასვლის წინ ან საერთოდ არ საუზმობს, ან მსუბუქად იკვებება და მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილისთვის ასეთი საუზმე სავსებით საკმარისია.

გასტროენტეროლოგები ირწმუნებიან, რომ თუ ბავშვებს ჯანსაღი კვებისკენ ვუბიძგებთ, გასტრიტს იოლად ავაცილებთ თავიდან.

ბავშვი სკოლაში ყოველთვის კარგად ნასაუზმევი გაუშვით. უმჯობესია, საუზმე თბილი იყოს. მაგალითად: ფაფა, ტაფამწვარი ან კატლეტი. გადამუშავებული საკვები ნივთიერებები კუჭ-ნაწლავიდან სისხლში გადადის, იქიდან კი ტვინში აღწევს, რომელიც ამ "საწვავის" წყალობით, უფრო აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, ბავშვიც შედარებით სხარტად აზროვნებს.

არც შუადღისას წახემსება იქნება ურიგო. მეორე საუზმე სასურველია, მსუბუქი იყოს: ხილი, ბუტერბროდი, ჩაი... თუ ბავშვი სკოლის სასადილოში ჭამაზე კატეგორიულ უარს ამბობს, მსუბუქი საკვები ხელსახოცში გაუხვიეთ და თან გაატანეთ, მაგრამ აუკრძალეთ ჭამა დერეფანში, ფეხზე მდგომს. აუხსენით, რომ უკეთ შეერგება, თუ მაგიდას მიუჯდება და აუჩქარებლად შეჭამს.

დაიმახსოვრეთ!
შოკოლადის მეშვეობით შიმშილთან ბრძოლა დაუშვებელია. ჯერ ერთი, სისხლში მოხვედრილი შოკოლადი ტვინს აწვდის ცრუინფორმაციას - თითქოს ბავშვმა ისადილა, რის საპასუხოდაც, კუჭი აქტიურად იწყებს წვენის გამოყოფას, და მეორე - კანფეტი პირის ღრუში ქმნის ტკბილ გარემოს, რომელშიც მიკრობები იდეალურად გრძნობენ თავს. კუჭს გამანადგურებელ დარტყმას აყენებს McDonald's-ის ტიპის სასაუზმეები. სასურველია, ბავშვს შებოლილი და ცხარე საკვები 15-17 წლამდე არ მივცეთ. კეტჩუპითა და მაიონეზით შეზავებული ძეხვეული კუჭის ლორწოვანს მეტისმეტად აღიზიანებს.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები ყველაზე ხშირად დღესასწაულებზე მწვავდება, რადგან სადღესასწაულო სუფრას ყოველთვის ამშვენებს კრემიანი ტორტი და "კოკა-კოლა" - ასეთ გასტრონომიულ შეტევას კი არამცთუ პატარების, მოზრდილი ადამიანის გამოწრთობილი კუჭ-ნაწლავიც კი ვერ უძლებს.
ახლა იმ სიმპტომების შესახებ მოგახსენებთ, რომლებიც ექიმის ჩარევას მოითხოვს:

* ბოყინი ჭამის შემდეგ, შესაძლოა, გასტრიტის პირველი ნიშანი იყოს;

* უსიამოვნო სუნი პირის ღრუში კუჭ-ნაწლავის პრობლემაზე მეტყველებს, თუ, რა თქმა უნდა, ის კბილების ან ღრძილების დაავადებით არ არის განპირობებული;

* ძლიერი ტკივილი გულის კოვზთან ან შიმშილის შეგრძნება ჭამის შემდეგაც შესაძლოა, გასტრიტის გამწვავებაზე მიუთითებდეს;

* მჭრელი ტკივილი ჭიპის მიდამოში შესაძლოა, ნაწლავთა დისკინეზიით იყოს განპირობებული;

* ხშირი ფაღარათი ან ყაბზობა შესაძლოა, დისბაქტერიოზზე მიუთითებდეს;

* კბილების კრაჭუნი, რომელსაც ერთვის უმადობა და ძლიერი ნერწყვდენა, შესაძლოა, ჭიების ბრალი იყოს.

ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ბავშვის ჩივილს. გახსოვდეთ: ნებაზე მიშვებული გასტრიტი შესაძლოა, ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა კი პრობლემის საბოლოოდ მოგვარების საწინდარია.

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა